Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შსს: წელს ოჯახში ძალადობის 854 შემთხვევა დაფიქსირდა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-09-13

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან 29 აგვისტომდე, ოჯახში ძალადობის 854 შემთხვევა მოხდა, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ ‘ტაბულა’ ავრცელებს.  საერთო ჯამში, ძალადობის დაფიქსირებული შემთხვევებიდან  675-ზე სამართლებრივი დევნა დაიწყო.


 

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით ოჯახში ძალადობის შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასეა გადანაწილებული:  მკვლელობის ყველაზე მეტი,  8 შემთხვევა თბილისში აღირიცხა,   6 - იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, სამცხე-ჯავახეთში  2, ქვემო ქართლშიც 2, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 და კახეთშიც  1.

 

წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანების 18 შემთხვევა მოხდა.  ამათგან ყველაზე მეტი კახეთში (5),  ქვემო ქართლში  - 4 და ამდენივე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.


გარდაცვლილთა სქესი ამ მონაცემებში არ არის ასახული, თუმცა მედიით გახმაურებული შემთხვევების უმრავლესობაში გარდაცვლილები ქალები არიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სულ 2285 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. 

 

რაც შეეხება სხვა ტიპის ძალადობას, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, სულ საქართველოში ასეთი 816 ფაქტი დაფიქსირდა. ამათგან ყველაზე მეტი, 273 თბილისში.

 

უწყების მონაცემები შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ოჯახში მომხდარ დანაშაულს.

ტეგები: საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker