Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ვიკინგი მეომარი, რომელიც მეცნიერებს კაცი ეგონათ ქალი აღმოჩნდა

Category: It`s interesting to know 
2017-09-12

შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შვედეთის ქალაქ ბირკაში 1880იან წლებში აღმოჩენილი ვიკინგი მეომარი ქალია და არა მამაკაცი, როგორც ეს აქამდე ეგონათ. 1000 წლის წინანდელი სამარხი, რომელიც ციხესიმაგრეშია აღმოჩენილი, იერარქიით საკმაოდ მაღალ საფეხურზე მდგომ მეომარ ქალს ეკუთვნის.

 

სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ჩატარებული დნმ ანალიზის შედეგად Y ქრომოსომის ნაკლებობით, საბოლოოდ დადასრტურდა მეომრის სქესი, რის შესახებაც ეჭვები მანამდეც არსებობდა, რადგან სამარხეში აღმოჩენილი სიმბოლიკა და ძვლების ზომა მამაკაცი მეომრისთვის უჩვეულო იყო. ვიკინგ მეომარ ქალთან ერად დამარხულია, ფარი, შუბი, საბრძოლო დანა, ცული, ისრები და ორი ცხენი. ეს ყველაფერი მეცნიერებს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ქალი პროფესიონალი მეომარი იყო.

 

 

 

 

იმის გამო, რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ქალი მეომარი აქამდე არ აღმოუჩენიათ, მეცნიერებმა მარტივად გადაწყვიტეს, რომ ეს კაცის ძვლები იყო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად იმავე ტეროტრიაზე ათასობით  მამაკაცი მეომრის სამარხია აღმოჩენილი, რადგან ქალაქი ბირკა ვიკინგებისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილი იყო.

 

მეცნიერების თქმით ახალმა აღმოჩენამ მათ ვიკინგების საზოგადოების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა და შეუქმნა წარმოდგენა 10-ე საუკუნეში არსებული საზოგადოებრივი ნორმების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ თემში სადაც უფრო  მამაკაცები დომინირებდნენ, ქალებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

Britain elects record number of female lawmakers in 2019 election

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker