Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბრაზილიელმა ფემინისტმა მწერალმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-09-05

ბრაზილიელმა ბლოგერმა და მწერალმა კლარა ავერბუკმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ სოციალური მედიით ახალი კამპანია #MyAbuserDriver დაიწყო. მან თავის ოფიციალურ ფეისბუქ და ტვიტერის გვერდებზე საჯაროდ აღიარა, რომ ცოტა ხნის წინ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

 

 

კარლა ავერბუკს პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავს, თუმცა მას სახეზე დაზიანებები ისევ აღენიშნება. ის ავტომობილების გამოძახების სერვისის, უბერის მძღოლმა გააუპატიურა. როგორც თავად ამბობს მამაკაცმა ისარგებლა იმით, რომ ის ნასვამი იყო.

 

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ჯერ არ არის აღძრული, კომპანია უბერმა უკვე გამოააშკარავა მოძალადე და ის ჩამოშორებულია საქმიანობას. საჭიროების შემთხვევაში უბერი გამოძიებასთანაც ითანამშრომლებს.

 

ავერბუკი ბრაზილიაში ყველაზე ცნობილი ბლოგერია, რომლის ავტორობითაც რამდენიმე ბესთსელერიც გამოვიდა. ის ასევე ფემინისტი აქტივისტიცაა და აქვს ბლოგი სახელწოდებით ‘ქალების ადგილი’. მის მაგალითზე არაერთმა ქალმა გააზიარა საკუთარი ძალადობის ისტორია ჰაშთაგით „ჩემი მოძალადე მძღოლი“. ის ამბობს, რომ დღეს ბრაზილიაში ათასობით ქალი, რომლებმაც იგივე გამოსცადა საკუთარ თავზე, ფსიქოლოგიურად იტანჯება, გაუპატიურების ფაქტები კი წლების განმავლობაში შემაშფოთებელ მაჩვენებელზე რჩება.

 

 

ბრაზილიაში 2006 წლიდან მოქმედებს სექსუალური მოძალადეების წინააღმდეგ კანონი, რომელიც მარია დე პენას კანონის სახელითაა ცნობილი. ეს იყო ქალი, რომელიც წლების განმავლობაში სამართლებრივად იბრძოდა მოძალადე ქმრის წინააღმდეგ. კანონი მკაცრად სჯის მოძალადეებს და თავშესაფრით უზრუნველყოფს მსხვერპლებს, თუმცა ბრაზილიის კონსერვატორ და მასკულინურ საზოგადოებაში ქალებზე ძალადობის ფაქტები ისევ მაღალია. 2013 წელს ფემიციდის მსხვერპლი 4500 ბრაზილიელი ქალი გახდა.

 

 

 


წყარო 

ტეგები: woman brazil clara averbuck sexual violence campaign uber

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker