Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტეილორ სვიფტი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-08-14

დენვერში გამართულ სასამართლოზე მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა მუსიკოსმა, ტეილორ სვიფტმა, მისი სექსუალური შევიწროების საქმეზე ჩვენება მისცა.

 

 

 

 

მომღერლის თქმით, 2013 წელს, მისი ერთ-ერთი კონცერტის დროს, KYGO რადიოს ყოფილმა DJ-მ, დევიდ მიულერმა, ფოტოს გადაღებისას მას კაბა აუწია და ხელი უკანალზე წაავლო. ტეილორი მაშინ 23 წლის იყო. თავდასხმელი გაანთავისუფლეს სამსახურიდან, რის შემდეგ, 2015 წელს მან მომღერლისგან სახელის გატეხვისა და სამსახურის დაკარგვისთვის 3 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და სასამართლოში უჩივლა.

 

 

მიულერი ტეილორ სვიფტის  სექსუალურ შევიწროებას უარყოფდა.


მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანა სარჩელი ყოფილი დიჯეის წინააღმდეგ სვიფტმა და მისგან ერთი დოლარი მოითხოვა. მომღერლის ეს ნაბიჯი ფემინისტურ ნაბიჯად შეფასდა, როგორც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების თანადგომა, ამ საკითხზე ღიად ლაპარაკი და არა - ბრძოლა ფულისთვის.

 

 

 

თავად მომღერალმა სარჩელის შეტანაზე განაცხადა, რომ სურს ეს მაგალითი იყოს იმ ქალებისთვის, რომელიც მსგავსი დამამცირებელი მოპყრობის გასაჯაროებას ერიდებიან.

 

 

 

როდესაც მიულერის ადვოკატმა ჰკითხა, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც მიულერი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სვიფტმა უპასუხა:

 

"უფლებას არ მოგცემთ თქვენ და თქვენს კლიენტს, თავი დამნაშავედ მე მაგრძნობინოთ, რადგან მომხდარი ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მე მსაყვედურობთ იმ წარუმატებელი მოვლენების გამო, რაც თქვენი კლიენტის გადაწყვეტილებების შედეგი იყო და არა ჩემი".

 

 

დენვერში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ განაცხადა, რომ მიულერმა ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი ტეილორის გუნდი იყო. მოსამართლემ სვიფტს მიულერის ბრალდებები მოუხსნა.

 

ფოტო, რომელიც საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო, ტეილორს სურდა არ გავრცელებულიყო, თუმცა მან მედიაში მაინც გაჟონა.

 

 

 

 

ეს ტეილორ სვიფტის გადამწყვეტი გამარჯვება იყო მიულერთან. მიულერის სარჩელის განხილვა უკვე 2 წელია მიმდინარეობს.

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker