Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ნეპალში მენსტრუალურ ქოხებში ქალების იძულებით გაძევება დასჯადი გახდა

Category: Gender based violence 
2017-08-11

ნეპალში კანონი მიიღეს, რომელიც ე.წ.  მენსტრუალურ ქოხებში ქალების განმარტოებას კრძალავს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

 

დოკუმენტის თანახმად, მენსტრუალური ციკლის დროს ქალების სახლიდან გაგდება და იძულებით განმარტოება 30 დოლარით ან 3 თვიანი პატიმრობით დაისჯება. კანონი ძალაში მიმდინარე წელს შევა.

 

ფორმალურად მენსტრუალური ციკლის დროს ქალების განმარტოება იგივე ჩაუპადი, 2005 წელს აიკრძალა, თუმცა მათი სახლიდან გაგდება მაინც გრძელდებოდა. ისინი იძულებულები არიან რამდენიმე დღის განმავლობაში ქოხებში, იზოლირებულად იცხოვრონ.

 

 

 

 

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩაუპადის დროს 2 ქალი გარდაიცვალა.


 

ასე ივლისში, გოგოს, რომელიც ღამეს მისი სახლის ეზოში ე.წ. მენსტრუალურ ქოხბი ატარებდა,  გველმა უკბინა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. 2016 წლის დეკემბერში, კიდევ ერთი 15 წლის გოგონა გახდა ჩაუპადის მსხვერპლი. მან ცეცხლი აანთო ქოხში და სავარაუდოდ კვამლით გაიგუდა.

 

ნეპალის ტრადიციის მიხედვით, მენსტრუაციის დროს და ბავშვის დაბადების შემდეგ ქალები ითვლებიან "უწმინდურებად“. ადგილობრივებს სჯერათ რომ, უბედურება მოაქვთ და ამის გამო ქალებს სახლიდან აძევებენ. მათ ასევე ეკრძალებათ კაცებსა და ძროხებზე შეხება, და გარკვეული სახის საკვების ჭამა, როგორიცაა რძის პროდუქტები.

 

ასევე, ქალებს ეკრძალებათ საერთო აბაზანითა და ტუალეტით სარგებლობა. ხშირად სახლიდან გამოძევებულ ქალებს  თავს კრიმინალები ან ველური ცხოველები ესხმიან  და ისინი იტანჯებიან საცივისგან. გოგონებისთვის კი ამ პერიპდში აკრძალულია სკოლაში სიარული.

 

 

Source 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

Britain elects record number of female lawmakers in 2019 election

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker