Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თალიბანმა ქალებისთვის პროპაგანდისტული ჟურნალის გამოცემა დაიწყო

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-08-08

პაკისტანში ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა ქალებისთვის ინგლისურ ენაზე ჟურნალის გამოცემა დაიწყო, რომელიც პროპაგანდისტულ იდეოლოგიას აღვივებს და ტერორიზმში ჩასართავად აქეზებს მკითხველს.

 

 

ჟურნალის ავტორი ტერორისტული დაჯგუფების ყველაზე რადიკალური ფრთა თერიკ-ე-თალიბანია. „ხაულას გზა“ ასე ითარგმნება ახალი გამოცემის სახელწოდება სადაც გარეკანზე გამოსახულია ქალი შავი ბურკით.

 

 

პირველ ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ დაჯგუფების ლიდერის მულა ფაზლულას ცოლთან, რომელიც 14 წლის იყო როცა დაქორწინდა. ის ადრეული ქორწინების პირდაპირ პროპაგანდას ეწევა და ამბობს რომ თუ გოგონები და ბიჭები ადრე არ დაოჯახდებიან, დიდი ხნით თავისუფლება მათ გარყვნილებისკენ უბიძგებს.

 

 

45 გვერდიან გამოცემაში განსაკუთრებით საყურადღებოა ის ნაწილი სადაც ქალებს მოუწოდებენ კონსპირაციული შეხვედრები გამართონ და იარაღის გამოყენება ისწავლონ, რათა მზად იყვნენ ბრძოლისთვის.

 

 

თერიკ-ე-თალიბანმა პაკისტანში ბოლო დროს არაერთ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა. მათი სამიზნე ხშირად ხდებიან ბავშვებზეც. 2014 წელს დაჯგუფებამ მასობრივი ხოცვა მოაწყ პეშავარის სკოლაში, რომლის დროსაც 150 ადამიანი დაიღუპა, მათგან უმრავლესობა ბავში იყო. კიდევ ერთ აფეთქებას საბავშვო-გასართობ მოედანზე კი 70 ადამიანი ემსხვერპლა.

ტეგები: ტერორიზმი, თალიბანი, პაკისტანი, პროპაგანდა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker