Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიო მედია 10 წლის ფეხმძიმე ინდოელი გოგოს შესახებ წერს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-08-07

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია ოჯახი ინდოეთის ჩანდიგარის პროვინციაში, სადაც 10 წლის გოგონა დაორსულდა. ბავშვი ოჯახის ნათესავის მხრიდან არაერთგზის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. მოძალადე უკევ დაკავებულია, ხოლო გოგონას ნაყოფის მოცილება სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვს აკრძალული. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე აბორტი დედის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.

 

 

ინდოეთში არასარულწლოვანთა მიმართ სექსუალური და სხვა სახის ძალადობა საკმაოდ ხშირია, თუმცა მსგავსი შემთხვევა ქვეყანაში არ ახსოვთ. ბავშვი მშობლების ყურადღების ქვეშ რჩება და ის ამჟამად ორსულობის 35-ე კვირაშია. ნაყოფისა და მისი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

 

 

ოჯახის ახლობლების თქმით მან არაფერი იცის საკუთარი მდგომარეობის შესახებ, ეუბნებიან, რომ მუცელში ქვა აქვს და ამით უხსნიან სხეულის ფორმების ცვლილებას და სამედიცინო შემოწმებებს. ბავშვი გაძლიერებული ზრუნვის ქვეშ ჰყავთ მშობლებს, აჭმევენ ხილს, რძეს და ცილოვან პროდუქტს, რაც მას განსაკუთრებით ახარებს.

 

 

ოჯახი ეკონომიურად გაჭირვებულია და მათ მხოლოდ 1 ოთახი აქვთ საცხოვრებლად. თუმცა მათ ყველა დადებითად ახასიათებს. ამბობენ,  ისინი დიდხანს ვერ ხვდებოდნენ, რომ შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო.

 

 

ინდოეთში კი არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკაა. 2015 წლის მონაცემებით წლის განმავლობაში 10 000 ბავში გააუპატიურეს. Unicef-ის მონაცემებით, ყოველ სამ საათში 16 წლამდე მიუღწეველი ერთი მოზარდი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ყოველ 13 საათში კი ერთი 10 წლამდე ბავშვი. მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის დროს კი ბავშვების 53%მა მათ მიმართ გარკვეული ფორმით სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურა. მოძალადეების უმრავლესობა კი ნდობით აღჭურვილი პირები ან მეურვეები არიან. ასევე მაღალია ინდოეთში მოზარდებში ორსულობის შემთხვევები. მათი უმრალესობა ამის შესახებ გვიან იგებს, რადგან ვერ იაზრებენ საკუთარ მდგომარეობას. ქვეყანაში კი კანონით მხოლოდ 20 კვირამდეა აბორტი დასაშვები.

 

 


წყარო 

ტეგები: ინდოეთი სექსუალური ძალადობა ორსულობა ბავშვი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker