Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ადრეული ქორწინება აზერბაიჯანში: ქორწინება სკაიპით და 10 წლის ასაკში შეწყვეტილი განათლება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-08-07

აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაცია დილარა ალიევევას სახელობის ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ, დაასრულა კვლევა, რომელიც  ქვეყანაში ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას და მის გავრცელებას ეხებოდა. ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ადრეული ქორწინების რაოდენობა 1990-იანი წლების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბოლო სტატისტიკის მიხედვით განგაშის მიზეზი კვლავ რჩება.


 

ჟურნალისტებთან საუბრისას კვლევის ავტორი და ორგანიზაციის წევრი დილიარა ეფენდიევა ამბობს, რომ განსაკუთრებით საგანგაშო სიტუაცია აზერბაიჯანის სამ რეგიონში ფიქსირდება, სადაც გოგონები 13-17 წლის ასაკში ქორწინდებიან. სამხრეთით, ირანის საზღვართან, გუბა-ხაჩმაზის რაიონში და  ქალაქ კრასნაია სლობოდაში, სადაც ებრაელები ცხოვრობენ, ტრადიციულად გოგონები 13 წლის ასაკში ქორწინდებიან. მიუხედავად დედაქალაქთან სიახლოვისა მსგავსი შემთხვევები შამახის რაიონის სოფლებშიც ფიქსირდება. ამ რაიონის ერთ-ერთ სოფელში გოგონები განათლებას  მე 3-4-ე კლასიდან წყვეტენ და დაკავებულები არიან ოჯახის საქმეებით, მშობლები კი მათ ქორწინებისთვის ამზადებენ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ არის შემთხვევები როცა 18 წლის ასაკში ქალებს უკვე სამი შვილი ჰყავს.

 

 

აზერბაიჯანში კანონით ქორწინება 18 წლიდან შეიძლება, ეს ეხება როგორც გოგონებს, ასებე ვაჟებს. რაიონებში, ბიჭები ქორწინდებიან ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, მათზე უფრო ახალგაზრდა გოგონებზე. თუ საცოლეს ასაკი არ აღწევს 18 წელს, ასეთი ქორწინება არ ითვლება კანონიერად. რელიგიურ ქორწინებაზე უარს სასულიერო პირებიც ამბობენ.  თუმცა, ქვეყანაში არსებობს ბევრი თავისუფალი მოლა - სხვადასხვა რელიგიური სექტების ან ტრადიციული რელიგიის მიმდევრები, რომლებიც თანხის სანაცვლოდ ახდენენ არასრულწლოვანთა რელიგიურ დაქორწინებას.

 

ასევე, აზერბაიჯანის სამხრეთ რაიონებში ქორწინება სკაიპის მეშვეობით ხდება. ადგილობრივი მასახლეობა უკავშირდება ირანში მცხოვრებ მოლებს და ისინი ონლაინ აცხადებენ ახალგაზრდებს ცოლ–ქმრად.

 

ტრადიციულ ურთიერთობებში, რომელიც დახურულ ეთნიკურ თემებში არსებობს ძალიან რთულია შეღწევა. ასეა ებრაელების თემში, სადაც გოგნების ადრეული ქორწინების ტრადიცია საუკუნეებია არსებობს.

 

მოსახლეობას არ ესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც კანონის დარღვევისთვის ეკისრებათ. უკანონოდ გაფორმებული ქორწინების გამო ოჯახებს უამრავი უფლებრივი პრობლემებიც ექმნება– საკუთრების მფლობელობიდან დაწყებული და პენსიის დანიშვნით დამთავრებული. რეგიონში კი ამ პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაციები სერიოზული ფინანსური დაბრკოლებების პირობებში მუშაობენ, რადგან მათ დარეგისტრირებისა და ოპერირების მკაცრი შეზღუდვები ეხებათ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან.

 

UNICEF- ის მონაცემებით, აზერბაიჯანში 2013 წელს 15 ათასზე მეტი 15 წლამდე გოგო არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაფიქსირდა. ეს ფაქტი "ბავშვთა სექსუალურ ძალადობად" ითვლება. UNICEF- მა სპეციალური მიმართვაც კი გაუგზავნა აზერბაიჯანის მთავრობას, რომელშიც შეშფოთება გამოხატა ადრეულ ქორწინებების სიმრავლესთან დაკავშირებით და სპეციალური სამართლებრივი ზომების მიღების რეკომენდაციით გამოვიდა.

 

 


წყარო 

ტეგები: აზერბაიჯანი ადრეული ქორწინება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker