Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

UNFPA კვლევა: ყირგიზეთში ყოველი მეხუთე ქალი მოტაცების მსხვერპლი ხდება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-08-03

UNFPA-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყირგიზეთში ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ქალი ქორწინების მიზნით მოტაცებულია.

 

ამ ტრადიციას ალა ქაჩუუ ("მოიტაცე და გაიქეცი"), ან პატარძლის გატაცება ეწოდება. წელიწადში დაახლოებით 12 000- 15 000 ქალი მომავალი ქმრების გატაცების მსხვერპლი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მოტაცება 1994 წლიდან სისხლის სამართლის ქმედებად აღიარეს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ის კვლავ ფართოდ არის გავრცელებული და ხელისუფლება ხშირად ხუჭავს ამაზე თვალს. ცნობილია, რომ გატაცებების უმრავლესობა ქალის ნების საწინააღმდეგოდ ხდება.

 

 

 

 

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემებით, ხშირ შემთხვევაში, გამტაცებლები ქალებს აუპატიურებენ, რათა ისინი „სირცხვილის“ გამო საკუთარ ოჯახში არ დაბრუნდნენ. გატაცებული ქალების 80% იძულებულია ცოლად გაყვეს მოძალადეს და მხოლოდ 20%–მა შეძლო დაბრუნება თავიანთ ოჯახებში.

 

მოტაცებულ ქალებს ხშირად სცემენ და აიძულებენ მონურ შრომას. ყირგიზეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „ღია ხაზის“ თანახმად, მოტაცებების ერთი მეხუთედი  გამტაცებლების ე.წ “გასართობად” ხდება.

 

ველური რიტუალის გავრცელებას ქვეყანაში სიღარიბე უწყობს ხელს.

 

ამავდროულად, ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში პოლიციამ გოგონების გატაცების მხოლოდ 159 ფაქტი დააფიქსირა, ხოლო პოლიციის სტატისტიკის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 700 საქმიდან მხოლოდ ერთხელ.

 

 

ამგვარი მწირე სტატისტიკა ადვილად ასახსნელია: დაზარალებულთა უმრავლესობა და მშობლები აღიქვამენ გატაცებას, როგორც ეროვნულ ტრადიციას და არა დანაშაულს, არ ცდილობენ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.
ყირგიზეთში "გატაცებების სეზონი" გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოდის - ტრადიციულად ამ პერიოდში ქვეყანაში ოფიციალური ქორწინების რიცხვიც იზრდება.

 

 

 

 

საქველმოქმედო ორგანიზაციის „Girls Not Brides " თანახმად, ყირგიზეთში ყოველი მეათე გოგონა 18 წლამდე თხოვდება.

 

 

მკვლევარების მონაცემებით, გატაცებები  ტრდიციად მიაჩნიათ ისეთ ქვეყნებში როგორცაა სომხეთი, ეთიოპია, ყაზახეთი და სამხრეთ აფრიკა. განსაკუთრებით კი ეს პრაქტიკა ყირგიზეთის სოფლებშია გავრცელებული.

 

 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სოფლის მოსახლეობა არ არის ინფორმირებული კანონების შესახებ და არა მხოლოდ არ თვლის მოტაცებას დანაშაულად, არამედ ირიბად ხელს აფარებს მას.


წყარო 

ტეგები: ყირგიზეთი ქორწინება მოტაცება UNFPA კვლევა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker