Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

იორდანიის პარლამენტმა სექსუალური მოძალადის მიერ მსხვერპლზე ქორწინების შესახებ კანონი გააუქმა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-08-02

იორდანიის პარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი გააუქმა, რომელიც გაუპატიურების შემთხვევაში მოძალადეს მსხვერპლის ცოლად შერთვით სასჯელს თავიდან აცილებდა. კენჭისყრა პარლამენტთან თეატრალიზებული აქციის ფონზე მიმდინარეობდა, სადაც აქტივისტები 57 წლიანი კანონის გაუქმებას მოითხოვდნენ.

 

 

 

 

 

ეს მოვლენა ისტორიულია არა მხოლოდ იორდანიისთვის არამედ მთელი რეგიონისთვის, რადგან პარლამენტში ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული აქტიურობა - აქციები და მოთხოვნები.

 

 

კანონის ეს მუხლი წლების განმავლობაში დავის საგანი იყო. ერთ მხარეს იდგნენ ისინი ვინც მოძალადეზე ქორწინებას ე.წ სახელის აღდგენად მიიჩნევდნენ, ხოლო მეორეზე - ისინი ვინც ამას ადამიანის უფლებების დარღვევად განიხილავდნენ.

 

ისტორიულ გადაწყვეტილებას პროცედურულად წინ კიდევ სენატის კენჭისყრა აქვს, ბოლოს კი მას ხელი მეფე აბდულა II-მ უნდა მოაწეროს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას მსგავსი მუხლი კანონში ტუნისის პარლამენტმაც გააუქმა და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოახდინა.

 

 

მსხვერპლზე ქორწინების შესახებ მუხლი ისევ არსებობს ალჟირის, ერაყის, ქუვეითის, ლიბანის, ლიბიის, ბაჰრეინის, პალესტინისა და სირიის კანონმდებლობაში. ბოლო 30 წლის განმავლობაში მსგავსი მუხლები სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო იტალიამ (1981),  საფრანგეთმა (1994), რუმინეთმა (2000) და კოსტა რიკამ (2007).

წყარო 

ტეგები: იორდანია პარლამენტი სექსუალური ძალადობა ქორწინება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker