მსოფლიო ბანკი და ქალთა კვლევების საერთაშორისო ცენტრი ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის განვითარებად ქვეყნებს არსარულწლოვანთა ქორწინების გახშირებული ფაქტები ძვირად დაუჯდებათ. საუბარია რამდენიმე ტრილიონი დოლარის ზარალზე რომელიც მათ ბიუჯეტს მიადგება იმ შემთხვევაში თუ გოგონები ვერ მიიღებენ განათლებას, ვერ იმუშავებენ და არ იქნებიან სათანადოდ რეალიზებულები. არასრულწლოვანთა ქორწინება ასევე გამოიწვევს დროთა განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასაც.
მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ბოლო 30 წლის განმავლობაში 18 წლამდე მიუღწეველ გოგონათა ქორწინებამ იკლო თუმცა 25–მდე ქვეყანაში სადაც კვლევა ჩატარდა, ყოველი მესამე ქალი 18 წლამდეა დაქორწინებული.
კვლევის თანაავტორი და პროექტის დირექტორი ქვენთინ ვოდონი აცხადებს, რომ ნაადრევად დაქორწინებულ გოგონებს ჩამორთმეული აქვთ უსაფრთხოების უფლება და მათთვის ხელისაწვდომი აღარაა ჯანდაცვა და განათლება, რაც თავის მხრივ ცხოვრებისეული არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას უზღუდავს მათ. ეს კი გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე. ის არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლას „ჭკვიანურ ეკონომიკურ ნაბიჯს“ უწოდებს.
თუ განვითარებადი ქვეყნები მოახერხევენ ამ მანკიერი პრაქტიკის დაძლეას, მსოფლიო ბანკის გათვლებით შრომის ბაზარზე ქალების შემოსავალი გაიზრდება. ამ გამოთვლებით მაგალითად ნიგერია წელიწადში 7.6 მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს კარგავს.