Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2017-05-04

4 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.  24-ვე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ერთხმად იქნა პარლამენტის მიერ მიღებული.  

ამგვარად, კანონში შედის შემდეგი ცვლილებები: სამართლებრივად რეგულირდება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ღონისძიებებ.  იგი ასევე გავრცელდება ზოგადად ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში. 

ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა როგორც ქალის საზოგადოებრივ, ისე მის პირად ცხოვრებაში.  

კანონპროექტით ცვლილება აისახება იმ მუხლებში, რომელიც განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის, ასევე ძალადობის პრევენციის ღონისძიებებს .  ცვლილება ეხება შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესს და აღარ არის გათვალისწინებული მისი სასამართლოს მიერ დამტკიცების საკითხი. 

კანონპროექტით ხდება რამდენიმე ქმედების კრიმინალიზაცია, კერძოდ: იძულებითი სტერილიზაცია, ქალის გენეტალიების დასახიჩრება, აგრეთვე ადევნება; განისაზღვრება ის გარემოებები, რომლებიც ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებაში დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.

გარდა ამისა ცვლილებების მიხედვით 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება 16 წლამდე მიუღწეველ პირთან ძალადობის გარეშე სრულწლოვანი პირის მიერ გარყვნილი ანდა სექსუალური ხასიათის ქმედება.

ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის სამინისტროს მიერ არის შემუშავებული, რომლის განხილვისა და დახვეწის პროცესში არასამთავრობო სექტორიც იყო ჩართული.

 

ტეგები: სტამბოლის კონვენცია, პარლამენტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

ერთი ქალი და ცხრა მამაკაცი-კახა კალაძემ თბილისის გამგებლები წარადგინა

დორის ლოითჰარდი– შვეიცარიის პრეზიდენტი ქალი

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker