Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მოძალადე, რომელიც შეიძლება გვერდით გეჯდეს - სექსუალური შევიწროვება მეტროში

სოფიო დათიშვილი
კატეგორია: ექსკლუზივი 
2016-11-14

მარიამი 15 წლის იყო, როცა მეტროში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა რომ დიდი დრო გავიდა, მას დღემდე კარგად ახსოვს ხალხით გადაჭედილ მეტროს ვაგონში, როგორ იგრძნო გვერდით მჯდომი, 30 წლამდე მამაკაცის ხელი მის სხეულზე. დღეს ის იხსენებს, რომ ამ ასაკის გოგოსთვის ეს წარმოუდგენელი შიში და გაურკვევლობის შეგრძნება იყო. მარიამი ჩუმად იჯდა მომდევნო სადგურამდე, სადაც იძულებული გახდა ჩასულიყო. თუმცა იმდენად დიდი იყო სტრესი და შიში, რომ სახლამდე სულ ეგონა, რომ მამაკაცი უკან მიყვებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს არ მოჰყოლია ფიზიკური დაზიანება ან გაუპატიურება, ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა - სექსუალური შევიწროვება, რომელსაც ყოველდღიურად, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ტრანსპორტში არა ერთი გოგონა და ქალი საკუთარ თავზე განიცდის.

 

 

საქართველოში ბოლო კვლევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროვების ფაქტების შესახებ 2014 წელს „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ ჩაატარა. 3 კვირის განმავლობაში გამოიკითხა 200მდე ქალი (18დან 60 წლამდე), რომლებიც მეტროთი ხშირად სარგებლობენ. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45%ს გამოცდილი აქვს მამაკაცების მხრიდან სექსუალური შევიწროვება.

 

 

სექსუალური სახის კომენტარები უცნობი მამაკაცების მხრიდან, ხელით შეხება, დაჟინებული ყურება და სექსუალური ხასიათის, არაკორექტული ქმედებები - კვლევის მიხედვით ეს მეტროში სექსუალური შევიწროვების ძირითადი ფორმებია, რომელიც ხშირად პიკის საათებში ხდება ხოლმე.

 

 

აღსანიშნავია კვლევის ის ნაწილი რომელიც სექსუალური შევიწროვების ფაქტების დანახვის შემდეგ, რეაგირებას ეხება. გამოკითხულთა 34% ამბობს რომ შესწრებია შევიწროვების ფაქტებს თუმცა მათი უმრავესობა (75%) ამბობს რომ არაფერი მოიმოქმედა, რადგან შეეშინდა, არ იცოდა რა უნდა ექნა, არ მოეჩვენა სიტუაცია სერიოზულად ან ჩათვალა რომ მსხვერპლს მისი დახმარება არ სჭირდებოდა.

 

 

თბილისის მეტრო სადგურებში, ორივე ხაზზე დამონტაჟებულია კამერები, როგორც ძირითად დარბაზში, ასევე ვაგონში და მის გარეთ. მგზავრების კონტროლი კამერების საშუალებით მემანქანესაც შეუძლია. თბილისის მეტროში უსაფრთხოებას იცავს მეტროს სპეციალური პატრული, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. თბილისის მეტროში აცხადებენ, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტზე რაიმე საჩივარი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე მეტროში არ არის ამის შესახებ რაიმე საინფორმაციო დაფა ან ბანერი.

 

 

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია ფიქრობს, რომ ამგვარი კვლევების უპირველესი მიზანი არის პრობლემის აღიარება. „ჩვენ ამ კვლევამ გვაჩვენა საერთო სურათი, ქალებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებისთვის ეს თემა არის შემაწუხებელი. როცა ამას ვაღიარებთ - მხოლოდ მაშინ შეიძლება პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა“. მისი თქმით, მას მერე რაც გამოიკვეთა საერთო სურათი მეტროში სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ, ამას მოჰყვა ჯაჭვური რეაქციით კვლევები სამუშაო ადგილებზე შევიწროების შესახებ და სხვა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ასეთ საკითხებზე კვლევების ჩატარების მნიშვნელობას.

 

 

სხვა და სხვა ორგანიზაციები უფრო აქტიურად იწყებენ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის წინააღმდეგ მუშაობას. 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, არასმთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფონდმა საქართველოში“ წამოიწყო კამპანია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, რომელიც სწორედ ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს სხვა და სხვა აქტივობებს, ტრენინგებს, საჯარო კინო ჩვენებებს და სხვა. ამ ყველაფერს კი სოციალურ მედიაში უწევს მხარდაჭერას, რაც ახალგაზრდების სეგმენტზე გათვლილი ნაბიჯია. თუმცა არასამთავრობო სექტორი თანხმდება იმაზე, რომ ამ საკითხს საკანონმდებლო მხარდაჭერაც სჭირდება.

 

 

 

კანონპროექტი სექსუალური შევიწროების შესახებ წინა მოწვევის პარლამენტში მეორე მოსმენაზე ჩავარდა. 2016 წლის ივნისში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა. არადა კანონპროექტის მიხედვით პირდაპირი პასუხისმგებლობა დგინდებოდა სექსუალური შევიწროებსითვის, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დროს, სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევისთვის, რომელიც იწვევს პირის ღირსების შელახვას და მის დამცირებას. სექსუალური შევიწროებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა უნდა დაწესებულიყო, წლის განმავლობაში იმავე ქმედების გამეორებისთვის კი ჯარიმა 1000 ლარამდე გაიზრდებოდა. მათ ვინც მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, აცხადებდნენ, რომ ის დახვეწას საჭიროებდა.

 

 

სექსუალური შევიწროება, როგორც ძალადობის ფორმა, მთელ მსოფლიოში  სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 2015 წელს საფრანგეთში გენდერული თანასწორობის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ 600 გამოკითხული პარიზელი ქალიდან ყველას ჰქონდა გამოცდილი მეტროში სექსუალური ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Loading...

Loading...

ტეგები: საქართველო კვლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სექსუალური შევიწროვება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა 2017

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ!

გენდერული კვოტირებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ადამიანის ვაჭრობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო სექსტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა

კონგოში, კობალტის საბადოებში ოთხი წლის ბავშვები მუშაობენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker