Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სექსუალური შევიწროვება (ჰარასმენტი) საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ქალთა საინფორმაციო ცენტრი
კატეგორია: ექსკლუზივი 
2014-11-27

2014 წლის 27 ნოემბერს, კაფე ფრონტლაინში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ საქართველოს ახალგზარდა ეკონომისტთა ასოციაციასთან თანამშომლობითა და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გაიმართა კვლევის პრეზეტნაცია.


კვლევა მოიცავდა თბილისის მეტროში სექსუალური შევიწროვების ფაქტების ტენდენციებს, ამ კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებულ რეკომენდაციებს.


პრეზენტაციის დროს, წამროდგენილი იქნა თბილისის 14 მეტროსადგურში გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, ისევე როგორც ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარებული ჩაღმავებული კითხვარების ანალიზი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეტროთი მოსარგებლეთა 45% გამხდარა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი. 


ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო უწყებების, მათ შორის, თბილისის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის წარმომაგენელიც.


კვლევის შედეგად ქალთა საინფორმაციო ცენტრმა  შეიმუშავა  რეკომენდაციები: საჯარო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაძლიერებასაზოგადოების  ცნობიერების   გაზრდა ჰარასმენტის  (სექსუალური  შევიწროვება) შესახებ, გადაწყვეტილების  მიმღებთა ცნობიერების   ამაღლება ჰარასმენტის (სექსუალური  შევიწროვება) შესახებ, საკანონმდებლო წინადადების ინიცირება– ჰარასმენტის (სექსუალური შევიწროვება) როგორც ადმინისტრაციული ან  სისხლის სამართლის  კანონმდებლობით  დასჯადი ქმედების კვალიფიკაცია.


კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ხაზი გაესვა ჩატარებული კვლევის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული სექსუალური შევიწროვების ფაქტების წინააღმდეგ აქტიური მუშაობის აუცილებლობას.


ტეგები: ქალთა საინფორმაციო ცენტრი სექსუალური შევიწროვება საზოგადოებრივი ტრანსპორტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker