ქალთა საინფორმაციო ცენტრი კატეგორია: ექსკლუზივი  2014-11-27
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.
კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც აკადემიის პროფესორები და ცენტრის წარმომადგენლები შედიოდნენ ორი საუკეთესო ნამუშევარი შეარჩიეს. ქეთი ლებანიძე და თათული ასაკიშვილი საუკეთესო პოსტერების ავტორები გახდნენ. მესამე გამარჯვებულის ვინაობას კი ქალთა სიანფორმაციო ცენტრის ფეისბუქ გვერდის მომხმარებლები გამოავლენენ ლაიქების მეშვეობით https://www.facebook.com/WICgeorgia-ზე.
აკადემიის სტუდენტებს საკონკურსო ნამუშევრები სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში ელექტრონული სახით 2014 წლის 1-დან 20 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარედგინათ.
კონკურსი ჩატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის ”თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის” ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.
პოსტერების კონკურსის სამივე გამარჯვებული დაჯილდოვდება, პოსტერებს კი ორგანიზაცია საკუთარი აქტივობების განხორციელებისას გამოიყენებს საავტორო უფლებების დაცვით.
|