Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სოციალური მობილიზაცია სოფლად უკეთესი მომავლისათვის

ქალთა საინფორმაციო ცენტრი
კატეგორია: ექსკლუზივი 
2014-06-26

არსებობს პრობლემები, რომლის გადაჭრაც სოფელს თავად შეუძლია, თუმცა ამისათვის აუცილებელია თემთა სოციალური მობილიზება.

სწორედ ამ მიზნით, 25-დან 27 ივნისის ჩათვლით, პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში, ფონდი ტასო, მეთოდოლოგიურ ტრენინგს უტარებს მათ, ვინც თვითდახმარების ჯგუფების სახით, თავიანთი სასოფლო თემების საკეთილდღეოდ უნდა იმუშაონ.
სამდღიანი ტრენინგი პროექტის სათემო მობილიზაციის კომპონენტის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ღონისძიებაა და ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დარბაზში იმართება.

ფონდი ტასოს დირექტორის, მარინა თაბუკაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია თვითდახმარების ჯგუფში სხდომების, გადაწყვეტილებების მიღებისა და ურთიერთობის დემოკრატიული პრაკტიკის დანერგვა. ეს არის ის, რაც ჯგუფის თითოეულ წევრს, აძლევს საშუალებას გასცდეს  თავის  პრივატულ გარემოს და დაიწყოს საქმიანობა მთელი თემის საკეთილდღეოდ.

ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, საქართველოს 10 სოფელში ჩამოყალიბებული თვითდახმარების ჯგუფების წარმომადგენლები ერკვევიან  ჯგუფის მიზნებსა და ამოცანებში. წარმოსახვითი თემის ფარგლებში ირჩევენ ლიდერს, მდივანსა და ხაზინადარს და ადგენენ კრების ოქმს.

ტრენინგის მონაწილეები ასევე ეცნობიან სათემო მუშაკის როლს სათემო მობილიზაციის პროცესში ადგილობრივი პრობლემების წარმოსაჩენად.
მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, თუ, სად შეიძლება მოეწყოს სათემო ცენტრი თავიანთ სოფლებში, რა სახის მომსახურეობა სჭირდება თემში სხვადასხვა ჯგუფებს და რა პერსპექტივას სთავაზობს ცენტრი ახალგაზრდებს. გამოიკვეთა ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის აუცილებლობაც, რადგან ისინი არიან ხალხის მანდატის მატარებლები და სწორედ ხალხისგან უნდა მოისმინონ ინფორმაცია თუ რა სჭირდება სოფელს.

პროექტი „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ ტასოსთან, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის და გალის მასშტაბით.

პროექტის მიზანია სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე.

ტეგები: ტრენინგი სათემო მობილიზება ქალთა საინფორმაციო ცენტრი სოფლის მეურნეობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker