Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

წულუკიანი ქალების უფლებების გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2013-05-07

თეა წულუკიანი განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები განსახორციელებელი ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია. გიორგი მარგველაშილმა ჯიპას სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი როზა ლუქსემბურგის ოცნებაა, რადგან ამ კანონის ძალით დამსაქმებელი „ვერ გაჭაჭანდება.

"მე მინდა, იმათ, ვისაც ეს ცვლილებები არ მოსწონს, იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის პირველი ტალღა შრომის კოდექსის რეფორმის და მე ვგეგმავ როგორც ქალი, არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, ვარ ქალი და ხელმძღანელი ქალი, ერთ–ერთი ჩვენი ახალი მთავრობის წევრი, ჩავუდგე სათავეში მეორე ტალღას ცვლილებებისა, რომელსაც ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია შრომით ურთიერთობებში. „დღემდე ჩვენი შრომის კოდექსი აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევდა დამსაქმებელს. მას შეეძლო ნებისმიერი დანაშაული ჩაედინა დასაქმებულის წინააღმდეგ, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს."ეს პირდაპირ არის დაკავშირებული გაწონასწორებულ ოჯახებთან, ქალებმა სამსახურთან ერთად შექნან ოჯახები და გააჩინონ შვილები და პირდაპირ არის დაკავშირებული ქალთა უფლებები შრომით კოდექსში ქალთა უფლებებთან. ქალებთან დაკავშირებით თეა წულუკიანი ილია მეორის შემოთავაზებულ აბორტის კრიმინალიზების თემას გამოეხმაურა. „არ მგონია, რომ აბორტის აკრძალვით, კანონის მეშვეობით, ჩვენ დემოგრაფიულ მდგომარეობას გავაუმჯობესებთ, მე მეშინია, აბორტის აკრძალვამ არ უბიძგოს ახალგაზრდა გოგონებს, ახალგაზრდა ქალებს იმისკენ, რომ მათ მაინც გაიკეთონ აბორტი, იქნება ეს სარდაფებში თუ სხვა ანტისანიტარიულ ადგილებში, იმ ადამიანების ჩარევით, რომლებსაც არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია.

„მე მომხრე ვიქნებოდი მაინც ერთადერთი აკრძალვის–მშობლებისთვის წინასწარ სქესის შეტყობინება. რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში აბორტი ხდება ისეთ დროს, როცა ოჯახი ელოდება ბიჭს, არ უნდა ჰყავდეს გოგო და როდესაც სქესს შეიტყობენ, ხდება ნაყოფის მოკვდინება სქესობრივი ნიშნით. ჩემი აზრით, სანამ დემოგრაფიული მდგომარეობა ასეთ დღეშია, არ იქნებოდა ურიგო, რომ ეს აკრძალულიყო. სხვა ტიპის შორს მიმავალ აკრძალვებს მხარ ვერ დავუჭერდი".

წყარო 

ტეგები: წულუკიანი შრომის კოდექსი აბორტის აკრძალვა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

გენდერული მეინსრტიმინგი თბილისის მუნიციპალიტეტში

გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში

ძლიერი ქალები – ძლიერი სახელმწიფო

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ტრენინგი ,,უსაფრთხოების სექტორში გენდერული პრინციპების ინტეგრირება"

ესტონეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს!

პირველად იაპონიაში, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერად ქალი აირჩიეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ეშტონ კაჩერის ორგანიზაციამ სექს-ტრეფიკინგის 6,000 მსხვერპლი გადაარჩინა

მსოფლიოში მონების მთლიანი რაოდენობით საქართველო 167 ქვეყნიდან 105-ე ადგილზეა

ტრეფიკინგთან ბრძოლაში საქართველოს პირველი დონის რეიტინგი მიენიჭა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker