Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქართველი გერმანელი

ია ვეკუა
კატეგორია: ქალი და კულტურა 
2011-06-08

გაიმართა ნინო ხარატიშვილისა და ია ჩანტლაძის ერ­თობლივი საღამო

ახალი წიგნის, მუსიკალური პროექტის ან სახელოვნებო სფეროში არსებული სხვა სიახლის პრეზენტაცია ყოველ­დღე იმართება და მათგან თითქმის ყველას, პრაქტიკუ­ლად, უცვლელი სცენარი აქვს: ავტორის წარდგენა, რამ­დენიმე გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სტანდარტუ­ლი სიტყვა და დამსწრე საზოგადოების მიერ მიძღვნილი აპლოდისმენტი. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო, ზუსტად ისე, როგორც ალბათ ევროპაში ხდება, რადგან ის პრეზენტაცია, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ, სწო­რედ ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში ცოტა ხნის წინ გა­მართული ღონისძიების შემცირებული მოდელი გახლ­დათ - ფრანკფურტის ლიტერატურულმა სალონმა, რო­მელსაც ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტე­ტის პროფესორი მანანა თანდაშვილი ხელმძღვანე­ლობს, დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი ნინო ხარა­ტიშვილი და მომღერალ ია ჩანტლაძის ახალი პროექტი წარმოგვიდგინა.

ნინო ხარატიშვილი საღამოს მთავარი სტუმარი გახლ­დათ, პირდაპირი მნიშვნელობით სტუმარი, რადგან ის წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობს და გერმა­ნულენოვან ხელოვანად მიიჩნევა. ნინო ჯერ მხოლოდ 27 წლისაა, თუმცა საკუთარი ასაკისთვის უჩვეულო ბიოგრაფია აქვს: გერმანიის თეატრალურ წრეში ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა დრამატურგად და რეჟისორადაა აღიარებული. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მი­სი წარდგენა ქართველი აუდიტორიისთვის - ნინო ხარატიშვილი ნელ-ნელა ქართულ სახელოვ­ნებო სივრცეშის აპირებს ძალების მოსინჯვას და ალბათ სწორედ ამის მცდელობად შეიძლება მი­ვიჩნიოთ საღამოზე წარმოდგენილი ნაწყვეტი რომანიდან "ჟუჟა", რომელიც გერმანულიდან ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა.

"ჟუჟა" ნინო ხარატიშვილის პირველი რომანია. წიგნი შარშან გამოვიდა და ბოლო დროის ბესტ­სელერთა შორის მოიხსენიება, Buchpreis-მა კი წლის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვში შეიტანა. ავტორს ხშირად ადანაშაულებენ, რომ მისი რომანი ზედმეტად ფემინისტური ხასიათისაა, რასაც თავად არ ეთანხმება და ამბობს, რომ მისი გმირები ჩვეულებრივი ქალები არიან, ჩვეულებრივი განცდებით, ტრაგიზმით, გადაწყვეტილებების მიღების თავისებურებებით. მათი გადაწყვეტილე­ბები კი რომანის მთავარი ხაზია, სწორედ ის ღერძი, რომელზეც ავტორი ამბავს აგებს. თავად რომანის შთაგონების წყაროდ კი რამდენიმე ათეული წლის წინანდელი ამბავი იქცა, როდესაც თვითმკვლელი გოგონას დღიურის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე ქალმა ასევე თვითმკვლე­ლობით დაასრულა სიცოცხლე. ვიდრე "ჟუჟას" ქართულად თარგმნიან (რაც, იმედია, ნამდვი­ლად მოხდება), მას ფრანგულ ტექსტად ქცევა ელის, თავად ეს რომანიც ხომ 40-იანი წლების პა­რიზში მომხდარი ამბის ლიტერატურული აღწერაა.

როგორც გითხარით, ნინო ხარატიშვილი თეატრშიც მოღვაწეობს, უფრო სწორად, ეს მისი პირვე­ლადი საქმიანობაა. თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტისა და ჰამბურგის თეატრის აკა­დემიის კურსდამთავრებული გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ დრამატურგად და რეჟისორად მიიჩნევა. საკუთარ პიესებს ის თავადვე დგამს. მათ შორისაა "ჩემი უსაშინლესი ბედ­ნიერების წელიწადი", რომელიც რამდენიმე თვის წინ ჰამბურგის თეატრის სცენაზე დადგა, ერთ-ერთ როლს კი მსახიობი ნინო ბურდული თამაშობდა. როგორც მსახიობი იხსენებს, სპექტაკლის­თვის მოსამზადებლად მხოლოდ ხუთი კვირა ჰქონდა. ეს პერიოდი ძალიან ცოტა იყო უცხო ენა­ზე ტექსტის შესასწავლად, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პრემიერას კიდევ რამდენიმე ჩვე­ნება მოჰყვა, ჩვენებებს - ახალგაზრდა რეჟისორის მორიგი აღიარება.

როგორც თავიდანვე გითხარით, ნინო ხარატიშვილი საღამოს ერთადერთი სტუმარი არ გახლ­დათ და საზოგადოებისთვის მხოლოდ მის შესახებ არ მოუთხრიათ - მომღერალმა ია ჩანტლა­ძემ და მისმა ბენდმა ახალი მუსიკალური პროექტი წარმოგვიდგინა. პროექტი სახელად "აი ია" პირველად მანანა თანდაშვილის მიერ ფრანკფურტში ორგანიზებულ საღამოზე, ნინო ხარატიშ­ვილთან შეხვედრაზე მოისმინეს, თბილისში კი მისი ოდნავ შემცირებული ვარიანტი წარმოგვიდ­გინეს.

ქართული პოპმუსიკის მსმენელს უთუოდ ახსოვს ია ჩანტლაძე, რომელმაც მალე სცენისგან სრუ­ლიად განსხვავებულ სფეროში გადაინაცვლა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მუსიკასთან კავშირი არ გაუწყვეტია. "აი ია" ძირეულად განსხვავდება იმისგან, რასაც ია ჩანტლაძე წლების წინ აკე­თებდა, ის მსმენელის წინაშე მუსიკალურად გაზრდილი, დახვეწილი, თითქოს უფრო დასერიოზუ­ლებული წარდგა. ამას თავადაც უსვამს ხაზს: "მას შემდეგ, რაც ფონოგრამით სიმღერაზე უარი ვთქვი, მივხვდი, რომ დადგა დრო, ჩემს შემოქმედებაში სიახლე შემეტანა, ბევრი რამ შემეცვა­ლა. დიდხანს ვეძებდი ჩემთვის სასურველ სტილს, საბოლოოდ კი ამ პროექტამდე მოვედი. შეიძ­ლება ითქვას, ამჟამად შემოქმედებითად გარდამავალ ეტაპზე ვარ, რადგან სტილისტურად სრუ­ლიად განსხვავებულ მუსიკას ვასრულებ."

ია ჩანტლაძის ბენდში ორი მუსიკოსია - რომა რცხილაძე და ბასისტი ლევან დეისაძე. ტრიოს რე­პერტუარში კი ამ ორი მუსიკოსისა და სხვა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების კონცეპ­ტუალურად არანჟირებული ვერსიების გარდა, მსოფლიო ჰიტების მათეული ინტერპრეტაციებიც შედის. ასე ცვლის ერთმანეთს "ჰერიო ბიჭებო", "ლედ ზეპელინის" The Rain Song, ენი ლენოქსის Why...

კომპოზიციები, რომლებიც ია ჩანტლაძემ და მისმა ბენდმა პროექტ "აი იას" ფარგლებში წარმოგ­ვიდგინა, მომღერლის მომავალი ალბომის მასალის ნაწილი გახლავთ. როგორც ია ამბობს, ალ­ბომში შესულ კომპოზიციებს გაცილებით მდიდარი არანჟირება ექნება, მასზე მუშაობას კი უახ­ლოეს მომავალში დაიწყებს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker