გენდერული სიახლეები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ
2024-11-04 09:45:51

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო, მისმა მეტოქემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლუმ, რომელსაც პრორუსული „მოლდოვის სოციალისტური პარტია“ უჭერს მხარს, 45,09%.

მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაფიქსირდა 54,07% აქტივობა, რაც პირველ ტურზე მეტია. აღინიშნა, რომ კენჭისყრა გრძელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე, ასევე ზოგიერთ პუნქტში თავად მოლდოვაში.

3 ნოემბერს გაიმართა არჩევნების მეორე ტური, ხოლო პირველი ტური, რომელშიც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი, 20 ოქტომბერს შედგა. პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა მაია სანდუ, მან ხმების 42% მოაგროვა. მეორე ადგილზე 26%-ით გავიდა ალექსანდრ სტოიანოგლუ და, საარეჩვნო კანონის მიხედვით, დაინიშნა მეორე ტური, რომელშიც ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდა ერთმანეთს.

მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს აქტიური მონაწილეობისთვის და, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმით აღნიშნა კიშინიოვში კარგი აქტივობა და მოლდოველი ამომრჩევლის „განსაკუთრებული მობილიზაცია“ საზღვარგარეთ. მანამდე მიიღეს ინფორმაცია, რომ საღამოს რვა საათისთვის კიშინიოვში 300 ათასზე მეტმა მოლდოველმა მისცა ხმა საზღვარგარეთ, რასაც მოლდოვის რესპუბლიკის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი უწოდეს.

კენჭისყრის დღეს, 3 ნოემბერს, მოლდოვის ხელმძღვანელობამ მოსკოვის წინააღმდეგ გამოთქვა ახალი ბრალდებები არჩევნებში ჩარევის შესახებ. კერძოდ, კომენტარი გააკეთა მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიერუმ. მან ხმის მიცემის პროცესში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ჩარევის შესახებ ილაპარაკა. „ეს არის არჩევნების შედეგების დამახინჯების პოტენციური მცდელობა“, - წერს სეკრიეუ პლატფორმა X-ზე.

მოსკოვმა არაერთხელ უარყო მსგავსი ბრალდებები.

ადამიანის უფლებათა დაცვის მისიის, Promo-LEX-ის დამკვირვებლებმა, რომელთა დასკვნებს იმოწმებს რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური, 3 ნოემბრის საღამოს განაცხადეს, რომ მათ დააფიქსირეს 220-ზე მეტი შეტყობინება დარღვევების შესახებ. იმ მომენტისთვის პოლიციის მონაცემები 190-ზე მეტ დარღვევაზე მიუთითებდა.

Promo-LEX-ის მიერ დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა ეხებოდა კენჭისყრის ფარულობას, როგორიცაა ბიულეტენის გადაღება და საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემების ფუნქციონირების ხარვეზები, რომელთა როლი არის მრავალჯერადი ხმის მიცემის შემთხვევების თავიდან აცილება.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად 
ნუმერაცია გადამწყვეტია!

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა პოლიტიკური სუბიექტების პარტიულ სიებში, ქალი კანდიდატების ნუმერაცია შეისწავალა. ქვემოთ მოცემულია ცხრილები, რომელზეც დატანილია ინფორმაცია თუ რა ადგილს იკავებენ ქალი კანდიდატები პარტიული სიების 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ულში?

სრულად