მოვლენები
რა თქვა სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე, არჩევნებში ქალების წარმომადგენლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე?
2024-10-28 15:47:40

ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პარტიულ სიებსა და საარჩევნო კამპანიებში, ქალებისთვის გამიზნული გზავნილების ნაკლებობა პოლიტიკური პარტიების პროგრამებში, ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული სტერეოტიპები და ძალადობრივი გარემო ყურადღების მიღმა არ დარჩენია საერთაშორისო საზოგადოებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 

ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პარტიულ სიებსა და საარჩევნო კამპანიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო 27 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე, რომელიც, ასევე, შეეხო არჩევნების პერიოდში პოლარიზებულ გარემოს, ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტებს, კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზებას პოლიტიკური პროპაგანდისთვის და სხვ.

რა თქვა საერთაშორისო საზოგადოებამ ქალებზე, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობაზე, არჩევნებსა და საარჩევნო კომპანიებში მათ წარმომადგენლობაზე?

ის, რომ ქალ პოლიტიკოსებს საქართველოში კვლავ უწევთ სტერეოტიპებთან  და ძალადობასთან ბრძოლაც კი, ყურადღების მიღმა არ დარჩენია  საერთაშორისო საზოგადოებას. მეორე მხრივ კი სადამკვირვებლო მისიამ, კიდევ ერთხელ, აღნიშნა არჩევნებში ქალების აქტიური მონაწილეობის  მნიშვნელობის შესახებ და ქალების წარმომდგენლობის გაზრდის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა კონსტიტუციით აღებული ვალდებულებაა, თუმცა მიმდინარე წელს განხორციელებულმა საკონონმდებლო ცვლილებებმა ამ მიზანს ძირი გამოუთხარეს, რამაც ამ არჩევნებზე ქალ კანდიდატთა რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა. პოლიტიკურ პარტიათა პროგრამებში შესამჩნევი იყო კონკრეტულად ქალებისთვის გამიზნული გზავნილების ნაკლებობა; წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებში ცოტა ქალი მონაწილეობდა. გარდა ამისა, საქართველოში ქალი პოლიტიკოსები კვლავაც უპირისპირდებიან ღრმად დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ძალადობისაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებით ეს არჩევნები მეტწილად მშვიდი იყო, ქალ კანდიდატთა რაოდენობის შემცირება გენდერული კვოტირების გაუქმების შემდეგ უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს; საარჩევნო უბნებზე ქალთა აქტიური მონაწილეობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს მათი როლის სასიცოცხლო მნიშვნელობას და საჭიროებს უფრო ფართო წარმომადგენლობას“, - განაცხადა პია კაუმამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა. 

ამასთან, კაუმამ ისაუბრა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზეც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული. ის იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული კანონი, პარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ,  ხელახლა შეფასდება, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეგავლენის თვალსაზრით, “რათა ის უმნიშვნელოვანესი საქმე, რასაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ეწევა, დაცული იყოს და არ შეწყდეს, რომ ყველას ხმა ისმოდეს“.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არჩევნების პირველადი შეფასების წარდგენისას, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ სიძულვილის ენაზე ისაუბრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ, რომელმაც აღნიშნა: “ჩვენ გვაშფოთებდა სიძულვილის ენა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და განსხვავებული შეხედულებების მიმართ, რაც, ასევე, უკავშირდებოდა გამჭვირვალობის კანონის მიღებას.”- თქვა მან.

საერთო ჯამში, სადამკვირვებლო მისიამ, ცალსახად, აღნიშნა, რომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა,  ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიური ჩართულობისთვის.

„ქალების ნაკლებად წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და კამპანიებში, აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება იმისათვის, რომ უფრო ადეკვატურად ჩაერთონ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა და 
სადამკვირვებლო მისიას ჯამში 530 დამკვირვებელი წარმოადგენდა. მათგან 380 ODIHR-ის მიერ წარგზავნილი ექსპერტი და ხანგრძლივვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელია, 61 - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარი და თანამშრომელი, 39 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, 38 - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი და 12 - ევროპარლამენტარი.

27 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართეს ამერიკულმა ორგანიზაციებმა, „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. საქართველოს პრეზიდენტი და არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

ბოლო ამბები
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად 
აშშ 47-ე პრეზიდენტს აირჩევს

დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია. რესპუბლიკური პარტიიდან კენჭს იყრის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი

სრულად