გენდერული სიახლეები
როგორ შეძლო ბათუმელმა ნინომ გამხდარიყო მეზღვაური
2024-07-31 13:38:55

გამარჯვებული ფოტოამბავი იმისა, თუ როგორ შეძლო ბათუმელმა ნინომ გამხდარიყო მეზღვაური, რისი სურვილიც, ბავშვობაში, ბაბუის მიერ მონათხრობმა ისტორიებმა გაუჩინა ზღვის უზარმაზარ სივრცეებსა და გმირულ მოგზაურობებზე. 

"მის წარმოსახვაში არაფერი იყო უფრო ლამაზი, ვიდრე უზარმაზარი გემით ოკეანეებში ცურვა და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა, თუმცა გარშემო ყველა ეუბნებოდა, რომ მეზღვაურობა ქალის პროფესია არ არის.  მშობლებმა, მასწავლებლებმა და მეგობრებმაც კი, უთხრეს, რომ აჯობებდა "უფრო შესაფერისი" პროფესია შეერჩია, მაგრამ ნინოს დანებება არ სურდა" -გვიყვება ელენე. 

როგორც ნაამბობიდან ირკვევა, ისტორიის დასაწყისში ნინო საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს დაემორჩილა, და ტურიზმის შესწავლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, ზღვაზე ოცნება არასდროს შეუწყვეტია. 

"ერთ დღესაც რეკლამა ნახა ნავიგაციის კურსებზე. მიხვდა, რომ ეს მისი შანსი იყო, გარიკსა და კურსზეც ჩაირიცხა. სწავლა ადვილი არ აღმოჩნდა, თუმცა ყველა სირთულე გადალახა. ის ახლა თავისი პირველი გასვლის მოლოდინშია, რათა ზღვეპი და ოკეანეები დაიპყროს."

ისტორიამ არაერთი გოგო შთააგონა, ელენე გვიყვება ლიკას შესახდებაც, რომელიც, ასევე მეზღვაურობაზე ოცნებობდა და ნინოს ამბავი მისთვის გაბედვისთვის კარგი საბაბი აღმოჩნდა. 

"ნინოს მაგალითი ამტკიცებს, რომ ნებისყოფას და შეუპოვრობას ნებისმიერი ბარიერის დაშლა შეუძლია, მიუხედავად სტერეოტიპებისა. მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის. ახლა ისინი ერთად დაიპყრობენ ზღვას და მაგალითს მისცემენ სხვა გოგოებს."

 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ელენე კურტანიძე
ბოლო ამბები
გენდერული დეზინფორმაცია

გენდერული დეზინფორმაცია იწვევს სერიოზულ ზიანს და რადიკალურად ცვლის არსებულ ფონს განსაკუთრებით სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში

სრულად 
გენდერული დეზინფორმაცია, მიზოგინია და შუშის ჭერი 21-ე საუკუნეში

უნდობლობა, სიძულვილი, სამართლიანობისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ ბრძოლა - სწორედ ასე შეგვიძლია შევაფასოთ 21-ე საუკუნის დეზინფორმაციული ხანა

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
გენდერული დეზინფორმაცია

გენდერული დეზინფორმაცია იწვევს სერიოზულ ზიანს და რადიკალურად ცვლის არსებულ ფონს განსაკუთრებით სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში

სრულად 
გენდერული დეზინფორმაცია, მიზოგინია და შუშის ჭერი 21-ე საუკუნეში

უნდობლობა, სიძულვილი, სამართლიანობისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ ბრძოლა - სწორედ ასე შეგვიძლია შევაფასოთ 21-ე საუკუნის დეზინფორმაციული ხანა

სრულად 
დეზინფორმაცია ქალების წინააღმდეგ  პოლიტიკაში - როგორც მექანიზმი, დემოკრატიული სისტემის დასუსტებისთვის 

გადამწყვეტია ქალთა ხმის წახალისება და გაძლიერება, ვინაიდან,  დეზინფორმაცია სწორედ ის ფაქტორია, რამაც ხელს უშლის ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობას და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მძაფრიც, რაც აქამდე ყოფილა

სრულად