მოვლენები
პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს 
2024-07-15 14:01:28

პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსული კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

პლატფორმა „ერთიანობის” ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის დეპუტატებიც შეიტანენ.

მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვევს –  22-ე მუხლი გაერთიანების თავისუფლებას გულისხმობს.

პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში სავარაუდოდ დღეს შევა.

რამდენიმე დღეში კი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელიც რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის არაერთ ფუნდამენტურ უფლებას.

NGO-ები საკონსტიტუციო სასამართლოსგან ასევე მოითხოვენ დროებითი ღონისძიების გატარებას და რუსული კანონის შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საკონსტიტუციო სარჩელებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.

სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით გამოხატოს პოზიცია.

ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ მმართველ პარტიას არ უნდა მიეღო კანონი და გამჭვირვალობის მიზნისთვის სხვა კანონმდებლობა უნდა შეეცვალა.

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
ISFED: 23 უბანზე, არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულს 

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე)

სრულად