მოვლენები
კაფე „მზიურის” შენობის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება
2024-06-17 09:51:32

მხარდაჭერას ვუცხადებთ კაფე "მზიურის" და ანა გოგუაძეს. უდადოდ, როგორც ანა ამბობს, "ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი- ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად". 

15 ივნისს, კაფე "მზიურიმ" გაავრცელა განცხადება, რომ თბილისის მერიამ გადაწყვიტა, შენობა აუქციონზე გაიტანოს და კაფე აქციოს „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“. შესაბამისი წერილი ქონების მართვის სააგენტოდან სწორედ 15 ივნისს მიიღეს.

"„კაფეს მზიურს“ აღარ უგრძელებენ ხელშეკრულებას. გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ პროექტებში. 8 წლის მანძილზე შემოსული ყოველი თეთრი ხმარდებოდა სივრცის განვითარებას და უამრავ ღონისძიებას, რომელსაც ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის ვატარებდით. პერიოდულად ვახერხებდით სპონსორების და მეგობრების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი სოციალური აქტივობები. ჩვენ ყოველთვიურად ვაბარებთ დეკლარაციას და ვიხდით ყველა გადასახადს. ხელშეკრულების განახლების წინ, ყოველ ჯერზე ვაბარებთ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, ქალაქ თბილისის მერიას, რათა პირნათლები ვიყოთ ქალაქთან და საზოგადოებასთან აღებული ვალდებულებების წინაშე. წელს, ჩვენი თავდაუღალავი შრომის 8 წლის თავზე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფეს შენობა და მზიურის კაფე აქციოს „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში. ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი – ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად. მზიურის კაფეს ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდში და მივაწვდინოთ ხმა ქალაქის მერიას – შეუნარჩუნეთ კაფე მზიურს სოციალური სივრცის ფუნქცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერი ამბობს, რომ  კაფე „მზიურს“ ექნება იგივე – სოციალური სტატუსი და ის პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა.

კახა კალაძის თქმით, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება. „რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემს ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა”. – თქვა კახა კალაძემ.

„მზიურის” შენობის გასხვისებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ანა გოგუაძემ კახა კალაძეს მიმართა, რომ დატოვებს კაფეს, თუ საჯაროდ მიიღებს პირობას, რომ ის „გააგრძელებს თავისუფლების, ინკლუზის, გარემოს დაცვითი ღირებულებებით ფუნქციონირებას, როგორც სოციალური საწარმო და ხვალვე წავა”. „მთავარია ვიცოდე, რომ აუქციონის ამარა არ ვტოვებ. პირობა მომეცი, რომ იმას გააგრძელებ, რასაც დავუთმე ჩემი ცხოვრების 18 წელი”. – დაწერა ანა გოგუაძემ Facebook-ზე 15 ივნისს. ინფორმაციისთვის, კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. 

ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას

სრულად 
გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში!-მოგვიწოდა და...წავიდა

თბილისში, გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მოძრაობა "ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ლიდერისა და ”ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის” თავმჯდომარის, მანანა მებუკეს ხსოვნას

სრულად