გენდერული სიახლეები
ომბუდსმენი კვოტების გაუქმებაზე: უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს
2024-04-02 12:46:04

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით გენდერული კვოტირების გაუქმებაა.

გენდერული კვოტების გაუქმების ინიციატივა საპარლამენტო „გირჩს” ეკუთვნის, მმართველი პარტია კი ამას მხარს უჭერს. 1 აპრილის ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ საარჩევნო კოდექსში შესაბამის ცვლილებას მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღებენ.

ლევან იოსელიანის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით „უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს”. 

სახალხო დამცველი დაგეგმილ ცვლილებებს საყურადღებოდ მიიჩნევს იმის ფონზე, რომ 2022 წელს პარლამენტმა მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით „მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა ჩართულობის გასაზრდელად”.

„გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები”. – აცხადებს სახალხო დამცველი.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის 2 ივლისს დაამტკიცა, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის.

მაშინ დამტკიცებული ცვლილებებით,  პროპორციულ პარტიულ სიებში სავალდებულო გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა 2032 წლის ჩათვლით არჩევნებისთვისთვისაც იმოქმედებდა.

ამასთან, ჯერ კიდევ მოქმედი ჩანაწერით დაკონკრეტებულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.
 

ბოლო ამბები
საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.

სრულად 
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: ქალთა მაჩვენებელი პარტიულ სიებში 

ქალი კანდიდატების პროცენტულ მაჩვენებელს პარტიული სიების პირველ 10-ეულში, 20-ეულსა და 50-ში

სრულად 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზად აუდიტორიის კრიტიკული აზროვნება მიმაჩნია

"..თუკი არასწორ ინფორმაციას დროულად შევამოწმებთ და მას აღარ გადავაზიარებთ, უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.” - ამბობს WIC-თან ინტერვიუშიუ ჟურნალისტი და ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოფო დათიშვილი

სრულად 
არჩევნები, კვოტებით თუ მის გარეშე

კანონი პარტიებს აღარაფერს ავალდებულებს და როგორც მინისტრი ამბობს თავის საჯარო პოსტში, "კვოტები აღარაა და ეგებ რამდენიმემ მაინც შეჰყოთ ლამაზი ცხვირები საკანონმდებლოში"

სრულად