გენდერული სიახლეები
როდემდე?!
2024-03-07 11:18:04

სულ რამოდენიმე დღის წინ, გაზაფხულის პირველი თვე იწყებოდა, როცა ახალგაღვიძებულ ქვეყანას საზარელი მკვლელობის ამბავმა ელვასავით გადაურბინა. 21 წლის გოგონას ცხედარი ხელებშეკრული, ორმოში ჩაგდებული და ნაწამები იპოვეს - 59 მიყენებული ჭრილობით. 

მარტი ქალთა უფლებების თვეა. თვე, რომლის მიზანიც ისტორიულ წარსულსა თუ თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევების და მნიშვნელობის წარმოჩენაა. თუმცა, მიღწევების აღნიშნვამდე გზა ჯერ კიდევ შორია.

კიდევ უფრო ცოტა ხნით ადრე 4 თვის ჩვილის გვერდით ლოგინში მწოლიარე დედა მეუღლემ სასტიკად მოკლა. კიდევ უფრო მანამდე იყო 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე და სხვა ათეულობით ჩამქრალი სიცოცხლე. დღეები გადის, ქალების მკვლელობის საზარელი ამბები კი ერთმანეთს ენაცვლება, თითქოს მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. 

ვერ გავარღვიეთ - ვერ ამოვძირკვეთ წლობით ნაშენები და საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები. სახალხო დამცველის ანგარიშები კი წლებია ქალთა მკვლელობას ძირეულ მიზეზად პატრიარქალურ დამოკიდებულებებსა და გენდერულ იერარქიებს ასახელებს.

არადა ისევ ვხვდებით საზოგადოების გამკიცხავ მიდგომას იმ ქალების მიმართ, რომლებმაც ძალადობის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს - შვილების მამა როგორ დააჭერინა?! 
ისევ თემიდასავით თვალახვეულია საზოგადოება ძალადობის მათთვის ცნობილ ფაქტებზე: სხვისი ოჯახის საქმეში როგორ ჩავერევი?!

ისევ ვკითხულობთ კომენტარებს ქალის მკვლელობის შესახებ: რის გამო მოკლა?! 
თითქოს დედამიწის ზურგზე არსებობს რაიმე მიზეზი, რაც ადამიანის მოკვლას გაამართლებს.

ცალსახაა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად საქართველოში ისევ მწვავე პრობლემად რჩება ფემიციდი - ე.ი. ქალების მკვლელობა გენდერული ნიშნით. პრობლემა ბევრად უფრო კომპლექსურია და მის აღმოსახვრელად მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება არ კმარა. 

მარტი ქალთა უფლებების თვეა. თვე, როდესაც უნდა ვიმსჯელოთ იმ გასატარებელ ღონისძიებებზე, რომლებიც ქვეყანაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 

იქნებ ახლა მაინც დავიწყოთ ადრეული განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე ზრუნვა?
იქნებ ახლა მაინც დაინერგოს ყოვლისმომცველი მიდგომა ფემიციდთან საბრძოლველად?
იქნებ ახლა მაინც მოხდეს ძალების კონსოლიდაცია ლუდომანიის და ნარკოტიკების წინააღმდეგ?
იქნებ ახლა მაინც დავფიქრდეთ, სახელმწიფოსთან ერთად, ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზე?  
იქნებ ახლა მაინც ვასწავლოთ დედებმა შვილებს ქალის პატივისცემა?
იქნებ ახლა მაინც შევეშვათ უნიჭო ხუმრობებს მძღოლ ქალებზე?
იქნებ ახლა მაინც აღარ გავჩუმდეთ ქალების ჩაგვრაზე?
იქნებ ახლა მაინც... 

გამოვიღვიძოთ.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ეკა მამალაძე
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად