გენდერული სიახლეები
სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ადევნების და ქორწინების იძულების დანაშაულებზე
2023-12-27 11:29:06

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ მოამზადა პუბლიკაცია - ,,სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ადევნების და ქორწინების იძულების დანაშაულებზე (2018-2022)“.

იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სასამართლო სისტემას განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო როლი აკისრია, კვლევის მიზანია ახალი საკანონმდებლო რეგულაციებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების კვალდაკვალ, წარმოაჩინოს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში დამკვიდრებული ტენდენციები.

2018-2022 წლებში დადგენილი განაჩენების მიხედვით, ქორწინების იძულებისთვის მსჯავრი დაედო მხოლოდ 31 პირს; ქორწინების იძულების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის [ე.წ. მოტაცება] დაახლოებით 87.5%-ში კი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, – ამის შესახებ საუბარია პუბლიკაციაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ მოამზადა.

პირველი ინსტანციის მიერ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების თანახმად, 161 პირს მსჯავრი დაედო ქორწინების იძულების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, მათ შორის, 141 პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ე.ი. დაახლოებით 87.5 %-ში;

საპროცესო შეთანხმება ძირითად შემთხვევაში ფორმდება დამატებითი სასჯელის – ჯარიმის დაკისრებით (118 მსჯავრდებულს დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრა). ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენდა 2 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა – 20 000 ლარს.

საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამდგარ განაჩენებში ძალიან მწირია მსჯელობა ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ასევე ნაკლებად არის დასაბუთებული დამნაშავეთა მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა. ძირითადად, მკაფიოდ არ იკითხება თუ რა კრიტერიუმების (პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების) გათვალისწინებით ხდება ერთსა და იმავე დანაშაულში, ერთი და იმავე მუხლით ან მუხლის ნაწილით მსჯავრდებული სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული სასჯელების განსაზღვრა. ზოგიერთ შემთხვევაში, შედარებითი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სხვადასხვა სასჯელების განსაზღვრისას დიდწილად გავლენას ახდენს ნასამართლობა და წინასწარ შეთანხმებულ დანაშაულებრივ ჯგუფში განსაზღვრული თითოეული პირის როლისა და ფუნქციის შეფასება”, – ვკითხულობთ კვლევაში.

ადევნებასთან მიმართებით საერთო სასამართლოების განაჩენების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

„გამამტყუნებელმა განაჩენებმა ცხადყო, რომ ძირითად შემთხვევაში ადევნების მსხვერპლი იყო ქალი, ხოლო მოძალადე კაცი. ამასთან, მცირე რაოდენობით, თუმცა პრაქტიკაში ვხდებით ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადევნების მსხვერპლი გამხდარა კაცი (9 დაზარალებული კაცის მიმართ ადევნება განახორციელა 4 ქალმა და 5 კაცმა);

ხშირად ქალებზე ადევნება მას შემდეგ ხორციელდება, როდესაც ისინი კაცებთან ასრულებენ სასიყვარულო ურთიერთობას. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მსხვერპლისთვის მოძალადე ან უბრალო ნაცნობია ან საერთოდ უცნობი პირია;

დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი ის ცალკეული განაჩენები, რომლებშიც მოსამართლეები განმარტავენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის არსებობა არ არის აუცილებელი იმის დასადგენად, პირის ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა;

ადევნების მუხლით ბრალდებული პირების მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების რაოდენობრივი მაჩვენებელი დაბალია, რაც მისასალმებელია. 2018-2022 წლებში, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 23 პირთან, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის მცირე ნაწილს, დაახლოებით 10%-ს წარმოადგენს.

დასკვნის სახით პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში მნიშვნელოვანია გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა, რაც ბოლო წლებში არსებული პროგრესის მიუხედავად, პრაქტიკაში კვლავ გამოწვევად რჩება. მათ შორის, ისეთ საქმეებზე, რომლებშიც დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, დისკრიმინაციული მოტივი ცალსახაა. მაგალითად, ქორწინების იძულების და ქორწინების იძულების მიზნით ქალის/არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების საქმეებში. აღნიშნულზე მიუთითებს კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციაც. იგივე ითქმის ადევნებასთან მიმართებით, რომლის ჩადენაც, უმეტესწილად, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულების, მასზე უფლებების ქონის სურვილით, მისი ქცევის კონტროლის და გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზებით ხდება.

წინამდებარე კვლევა მომზადებულია პროგრამის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ევროკავშირის  მხარდაჭერით ახორციელებენ.

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად