გენდერული სიახლეები
გვიანი ბედნიერება ანუ "არასოდეს თქვა არასოდეს!"
2023-12-05 13:34:34

ერთმანეთს ისე ჩაუარეს, თითქოს ის წლები არც ყოფილიყო მათ ცხოვრებაში. ქალს მამაკაცი მობერებული და დაბეჩავებული ეჩვენა: წვერმოშვებულსა და მხრებში მოხრილს ასაკიც დატყობოდა უკვე. ძალიან მოუნდა, რომ ახლაც რაიმე გრძნობა ეპოვა მის მიმართ: სულ ცოტა სითბო, სიყვარული, თანაგრძნობა, თუნდაც სიბრალული. მაგრამ ვერანაირი შეგრძნება ვერ დაიჭირა და ცოტა არ იყოს გულიც კი დაწყდა ამის გამო. მხოლოდ ნაცრისფერი კადრები ამოლაგდა მეხსიერების ფსკერიდან და მონოტონურად გაცურდა თვალწინ...

-  ვიშვილებთ - ძლივს ამოთქვა თავჩაქინდრულმა ქალმა და მერე თავადაც გაუკვირდა, როგორ გაბედა ამის თქმა! დედამთილს სახე აეფოთლა, აელანძა. დაიძაბა, შეკრული მუშტის დამალვა არც უცდია:

-  ვიღაც უთვისტომოსა და მიტოვებულს ოჯახში როგორ შემოვიყვანთ? კაცია და თავისი გენისა და ჯიშის გამგრძელებელი უნდა. შენ თუ უშვილძირო ხარ, მაშინ სხვასთან გააჩენს, მოიყვანს და კეთილი ინებე  გაზარდე, თუ ქმარი და ოჯახი გინდა!

მდუმარედ ისმენდა. იცოდა, შეკამათებას აზრი მაინც არ ჰქონდა. ერთი პირობა ისიც კი იფიქრა, რომ ბედს შეგუებოდა, ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა და თან ქმარიც უყვარდა, არ ეთმობოდა. დედამაც კი იმედი გადაუწურა და სხვა გზა აღარ დაუტოვა:

- მართალია ის ხალხი, აბა რა ქნან? შენთვისაც ასე აჯობებს. კაცი გვერდზე ისედაც გაიხედავს და ვინმესთან გაივლის, სულ შენი ერთგული მაინც არ იქნება. ამიტომაც უკეთესია,  ბარემ ბავშვიც რომ მოიყვანოს, ქმრის მაინც იქნება, გაზრდით ერთად. ოჯახიდან რომ არავინ გიშვებს, ამაზეც მადლობა თქვი. ზოგი მის ადგილას, დაგშორდებოდა და სხვას მოიყვანდა...

იმ დღეს სამსახურში შეუძლოდ გახდა და სახლში ადრე დაბრუნდა. ლაბადა მოიხადა, სამზარეულოდან ხმამაღალი საუბარი შემოესმა:

- მაგის სილამაზესა და ნიჭიერებას რა თავში ვიხლით, ქალის მეტი რაა ქვეყანაზე! თვალი გაახილე, შვილო, ხომ ხედავ ბერწია, როდემდე უნდა შეაჩერდე და შეგიყოლიოს! ექიმმა მითხრა, მაგას შვილი არ ეყოლებაო!..

- გაჩუმდი რა დედა, თუ ღმერთი გწამს! მეც ვიყავი ამას წინათ კლინიკაში, მისთვის არ გამიმხელია. გახსოვს, ბავშვობაში ყბაყურა რომ გამირთულდა? ლიკა არაფერ შუაშია. მაგას თურმე ყველაფერი რიგზე აქვს...

...ეს საუბარიც შემთხვევით მოისმინა. მისთვის სიმართლე ამის შემდეგაც არავის გაუმხელია. თურმე სულ ტყუილად აწვალებდნენ და აწამებდნენ ამდენს ექიმებთან აქეთ - იქეთ სიარულით, მტკივნეული პროცედურებით, საყვედურებითა და გესლიანი მინიშნებებით. 

...ურთულესი გამოდგა ახალი ცხოვრების დაწყება: სრულიად მარტო, უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში. რამდენი ცრემლი და ტკივილი ჩაყლაპა ჩუმად, იმედითა და მოლოდინით სავსე ხვალინდელი დღის გამო. გადაწყვეტილების მიღებაც არ იყო მარტივი, დიდი ბრძოლა დასჭირდა საკუთარ თავთან. იგი ახლა ხომ მხოლოდ მას ებრძოდა! ისიც წინ წადგმული ნაბიჯი იყო, რომ დანარჩენების აზრი უკვე ნაკლებად აინტერესებდა!

არ იყო ადვილი და მარტივი, მაგრამ საკუთარ თავს აჯერებდა, რომ შეძლებდა, გამოუვიდოდა...
- დეე, დეე, აი ჩვენც მოვედით- ლოყებშეფაკლულ და თვალებციმციმა ბიჭუნას სკოლის მძიმე ჩანთა უკან მომავალი, მომღიმარი, სიმპატიური და ათლეტური აღნაგობის მამაკაცისთვის მიეწოდებია და ყვავილებით ხელდამშვენებული, გახარებული გამორბოდა.

მიუახლოვდა, ჯერ ლოყაზე აკოცა დედას, მერე ჩაეხუტა და  წამოზრდილ მუცელზე სათუთად მიეფერა:

- ჩემო პრინცესა, ძალიან მიყვარხარ. შენს წყენასა და დაჩაგვრას მსოფლიოში ვერავინ გაბედავს!

ქალს თვალები უსაზღვრო ბედნიერების ცრემლით აევსო და სიბრალულითა და გულის ტკივილით გახედა გვერდით ჩავლილ ქალს, რომელიც მამაკაცს ხელის კვრით, უხეში მუჯლუგუნითა და უშვერი ლანძღვით მიჰყავდა იქვე გაჩერებული მანქანისაკენ.


***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
 

 

მზია ჟორჟოლიანი
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად