მიღწევები
ნობელის პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს გადაეცა
2023-10-09 11:15:00

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს, ნარგეს მოჰამადის ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერისთვის.

ნარგეს მოჰამადი 2011 წლის შემდეგ არაერთხელ დააკავეს. ის ამჟამადაც პატიმრობაში იმყოფება „პროპაგანდის გავრცელების“ ბრალდებით.

ნარგეს მოჰამადისთვის აღნიშნული პრემიის  გადაცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირანში მიმდინარე პროტესტის ფონზე, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის სექტემბერში ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინი რამდენიმედღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.  ის დედაქალაქ თეირანში, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.

ნობელის კომიტეტი აღნიშნავს, რომ დემონსტრაციებზე გამოყენებული სლოგანი „ქალი — სიცოცხლე — თავისუფლება“ ზუსტად გამოხატავს ნარგეს მოჰამადის ბრძოლას სისტემური დისკრიმინაციის და ჩაგვრის წინააღმდეგ.

ნარგეს მოჰამადი ირანის რეჟიმმა 13- ჯერ დააკავა და 5 საქმეზე მიუსაჯა პატიმრობა, ჯამში, 31 წლით. ის ამ დროისთვისაც საპატიმროში იმყოფება.

ბოლო ამბები
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად 
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური გახდა

2023 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა

სრულად 
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძეს პრინცესა ოლგას ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

სრულად