გენდერული სიახლეები
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ
2023-09-27 13:40:34

ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო,ვიდრე საბოლოოდ წასვლას გადავწყვეტდი. "ქმარს ვერ მიატოვებ" "ხალხი რას იტყვის" "რაღა დროს დაშორებაა, ამდენი წელია ერთად ხართ" "შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ" . 
ზოგჯერ ფსიქოლოგიური ზეწოლა ფიზიკურზე მძიმეა და მისი მოგერიება არც თუ ისე მარტივია. ფოტორეპორტაჟის გმირმა ანონიმად დარჩენა გადაწყვიტა, ამიტომ მოდით მას პირობითან ანა დავარქვათ. ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია. როგორც თავად გვითხრა ის არაერთხელ გამხდარა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ნათესავები, მეგობრები, მეზობლები ყოველთვის დუმდნენ. ძალადობის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ანას და მის მეუღლეს ამდენწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში შვილი არ ეყოლათ. 

ორჯერ საავადმყოფოშიც კი მოხვდა ფიზიკური ძალადობის გამო. 

"როცა მარტო ხარ და არავის იმედი არ გაქვს, რთულია ადგე და წახვიდე ან ეცადო რაიმე შეცვალო, როცა საკუთარი ჭერიც კი არ გაქვს, ან თუ გაქვს გეშინია, რომ მოძალადე ქმარმა იქაც არ მოგაკითხოს. მოკლედ მშვიდად ვერ იქნები. ხშირად თვითმკვლელობაზეც მიფიქრია მაგრამ ამისაც მეშინოდა. მეშინოდა ვაითუ გადავრჩი და ამის გამო კიდევ უფრო თუ მეჩხუბონ. ახალგაზრდა გავთხოვდი, 19 წლის, მაშინ ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამდი და ვხედავდი. რაც უფრო დრო გადიოდა ჩემი მეუღლე და მისი ოჯახიც კიდევ უფრო იცვლებოდა და უარყოფითად ეწყობოდა ჩემს მიმართ. ბევრი დეტალის მოყოლას ვერ შევძლებ, ისედაც მიმძიმს ამ ყველაფრის გახსენება. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერმა მაშინ დაიწყო ცვლილება უკეთესობისკენ, როცა ჩვენს მეზობლად ახალი ოჯახი გადმოვიდა ნაქირავებ ბინაში. არაჩვეულებრივი გოგო ჰყავთ, რომელმაც სიცოცხლის რწმენა დამიბრუნა. ჩვენს და მათ ბინას ერთი კედელი აქვს, საღამოობით ჩვენი ჩხუბი მათ ბინაშიც ისმოდა. ერთ დღეს ლიფტთან შემხვდა მეზობლის გოგონა, რომელიც 23 წლისაა, მაგრამ ასაკის მიუხედავად იმდენი შეძლო, რომ მე დღეს მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობ, მოძალადე ოჯახისგან ძალიან შორს. თითქოს არაფრით გამორჩეულმა გოგონამ, მორიდებით და თბილად დამიწყო საუბარი . შიგადაშიგ მაპარებდა კითხვებს თუ რატომ გამოდიოდა ხმაური ჩვენი ოჯახიდან, რამე ხომ არ მიჭირდა, დახმარებას ხომ არ ვსაჭიროებდი. ეს იმდენად უცხო იყო ჩემთვის, არ მახსოვს, რომ მსგავსად საკუთარი ოჯახის წევრები დაინტერესებულიყვნენ ჩემი პრობლემებით. ჩვენი საუბარი ლიფტში დაიწყო და გრძელდებოდა კვირაში რამოდენიმეჯერ, ზოგჯერ სკვერში, ზოგჯერ უბნის პატარა კაფეში. როცა ჩემი ნდობა მოიპოვა და ყველაფერი მოვუყევი შემომთავაზა თავის ნათესავთან წავსულიყავი, რომელიც უცხოეთში დიდი ხანია რაც ცხოვრობს

პირველ ეტაპზე მასთან ვიცხოვრებდი, სანამ სამსახურს არ დავიწყებდი და ფეხზე არ დავდგებოდი. თავიდან გამეცინა, როცა ეს ყოველივე გავიგე. იმდენად არარეალური იყო ჩემთვის, რომ შეიძლებოდა ამ ოჯახს მოვშორებოდი და სხვაგან მეცხოვრა, იქ სადაც მათი ბოროტება არ მომწვდებოდა. ჩემთვის უკვე ფანტაზიის ნაწილი იყო მშვიდი ცხოვრება, სადაც არავინ გერჩის. რა თქმა უნდა მის შემოთავაზებაზე უარი ვთქვი მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო რეალურად მეხატებოდა ეს იდეა. ერთ დღესაც, როდესაც იგივე სცენარი განმეორდა რაც 35 წლის განმავლობაში მეორდებოდა ჩუმად გამოვიპარე. მივედი ამ უსათნოეს გოგონასთან და ვუთხარი, რომ მზად ვიყავი. მზად ვიყავი ნაბიჯი გადამედგა, ყველაზე დიდი და გაბედული ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან რთული იყო ჩემთვის ამის გაკეთება, მაგრამ მე ეს შევძელი.  

აეროპორტშიც კი მიმაცილა, მაგრად ჩამეხუტა და მითხრა: აბა შენ იცი, შემდეგი გაჩერება წვიმიანი ლონდონი. ლონდონში, როგორც დამპირდა მისი ნათესავი დამხვდა და დამაბინავა.

ვიცი, ჩემსავით ბევრი ქალია საქართველოში. ბევრს უჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ დამიჯერეთ თითოეული ადამიანი თქვენს გარშემო ვინც დუმს, ყველაფერს კარგად ხედავს და ყველაფერი კარგად ესმის. მე მეამაყება ახალი თაობის, იმის რომ 23 წლის გოგონამ შეძლო და თითქოს უკვე გამოცდილ 54 წლის ქალს საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. დამანახა, რომ მეც მაქვს ჩემი უფლებები, მე არ ვარ სხვისი ჩაგვრის საგანი, არავის აქვს უფლება წამართვას ბედნიერება და თქვენც მინდა ეს გაიაზროთ. ასეთი გოგონები არ მისცემენ საკუთარი თავის და სხვისი დაჩაგვრის უფლებას არავის.  შეიძლება ჩემი ისტორია არაფრით განსხვავდება სხვა მსგავსი ისტორიებისგან მაგრამ მინდა დაგანახოთ უშიშარი და ყურადღებიანი ახალგაზრდის როლი ჩემს ცხოვრებაში. გოგონას, რომელმაც შეიძლება ითქვას ახალი სიცოცხლე მაჩუქა. მარიამ! ჩემო თვალებანთებულო გოგონავ! ვიცი ახლა ამ წერილს კითხულობ და შენს თავს ამოიცნობ. მინდა გითხრა, რომ შენ და შენნაირი ახალგაზრდები ხართ ჩვენი ქვეყნის იმედი და მომავალი. მიყვარხარ, მენატრები და მალე გნახავ.“

მარტივია იყო პასიური მსმენელი და უმოქმედოდ უმზერდე, თუ როგორ ძალადობენ სხვაზე. მაგრამ ანასა და მარიამის ისტორიიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ზოგჯერ ჩვენი ჩარევა არა თუ უადგილო, არამედ პირიქით, აუცილებელიცაა, რათა გადავარჩინოთ ერთმანეთი და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ელენე კურტანიძე
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად