მოვლენები
პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის, გიული ჩოხელის, საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა
2023-08-31 14:39:32

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერდა ისეთ  პროექტებს, რომელიც ხელს უწყობდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას და შენარჩუნებას, ახალი სახით აუდიტორიისთვის მიწოდებას და პოპულარიზაციას.

თიბისი კონცეპტის კამპანიის ფარგლებში  „ზაფხულის ერთი დღე“, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია.  

კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა, სადაც თითქმის ყველა იმ პერიოდის აქტუალური ქართველი კომპოზიტორის სიმღერაა შესული და სწორედ მის ქართულ, ასევე რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერის შესრულებას მოიცავს. 

ხშირად ხელოვანის შეფასებისას, გარდა მისი ნიჭიერებისა თუ სტილის გრძნობისა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ყურადღების მიღმა გვრჩება – ეს არის კონტექსტი, რაშიც მათ შემოქმედებას არსებობა და საზრდოობა უწევდა. ლეგენდარული ქართველი ჯაზ დივის, გიული ჩოხელის მოღვაწეობის მასშტაბი და შემდგომი გავლენაც, სწორედ იმ პერიოდის სრული სურათის აღდგენის და მისი გააზრების შედეგად შეგვიძლია გავიგოთ.

პირველად ჯაზს „ამერიკის ხმის“ საშუალებით მოუსმინა, 50-იანი წლების დასაწყისიდან კი მისი სამოღვაწეო ასპარეზიც იხსნება. გიულის მუსიკა, შესრულების სტილი და ტემპერამენტი ვერ ეგუებოდა იმ დავიწროებულ მუსიკალურ თვალთახედვას, რაც საბჭოთა ესტრადის ძირითადი მახასიათებელი იყო.  სწორედ ამიტომ, შემსრულებლისთვის ჩაიკეტა საბჭოთა სცენის ყველა დიდი დარბაზი და აუდიტორია.

თუმცა შემდგომში სოტოპის, ტალინის, პრაღის თუ შემდეგ უკვე 1978 წლის თბილისის ფესტივალებმა და იქ მიღებულმა აღიარებამ შემსრულებელის სახელი არამხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში გახადა ცნობილი,  მეტიც, მისი სიმღერები ამერიკულმა რადიომაც კი გადმოსცა.

იმპროვიზაცია, დინამიურობა, დრამატურგია, ისტორიის რომანტიული გადმოცემა და თავისუფლებით საზრდოობა – ეს გიული ჩოხელის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც მასში ჯაზთან ერთად აინთო, მუსიკასთან, რომელიც დღემდე მისი იდენტობის განმსაზღვრელია.

ფირფიტის გამოცემაზე სხვადასხვა ქართველმა არტისტებმა იმუშავეს. ფოტო მასალაზე უნიჭიერესმა გრიგორი დევეჯიევმა (ჯიჯი რეჯინმა) იმუშავა თავის გუნდთან ერთად. კოსტიუმები ფოტოგადაღებისთვის აკა ფროდიაშვილმა შექმნა, ტექსტზე და მუსიკალურ ნაწილზე ჯაბა შავიშვილმა იმუშავა, ხოლო ფირფიტის დიზაინი ანანო კურკუმულს ეკუთვნის.
 

ბოლო ამბები
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოვუწოდებთ პარლამენტს მოახდინონ მყისიერი რეაგირება ქალ დეპუტატების შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ვეხმაურებით, 31 ოქტომბერს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალ დეპუტატებს

სრულად 
იცვლება მხოლოდ თარიღები, რუსეთის ბოროტების ისტორია- არა!

უკრაინელებისა და ქართველების დევნილობის ისტორიებიც ერთმანეთს ჰგავს და სიმბოლურ თარიღზე, აგვიტოს თვეში, რუსეთის დანაშაულზე, ოკუპაციაზე საუბარმა ჟანა კიკორიამდე მიგვიყვანა

სრულად 
მაგ დროს საბოლოოდ დაინგრა ჩემი...უდარდელი ბავშვობა - ომში მოხვედრილი ბავშვების მეხსიერება

ომში მოხვედრილი ბავშვების მეხსიერება სევდიან ფრაგმენტებად ინახავს ქარიშხლის მოახლოებამდე უჩვეულოდ მშვიდ ცას, სახლში დატოვებულ ახალმომზადებულ სადილს და მერე გზას, სადაც ომში მიმავალი მომღიმარი ჯარისკაცები ხვდებოდნენ.

სრულად