მოვლენები
იცვლება მხოლოდ თარიღები, რუსეთის ბოროტების ისტორია- არა!
2023-08-10 11:54:10

ორი ქვეყნის ბრძოლა თავისუფლებისთვის აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ და ომი, რომელშიც უკრაინამ და საქართველომ ერთად უნდა გაიმარჯვონ. დღეს უკრაინაში ათობით ქართველი იბრძვის, რადგან ეს საერთო ბრძოლაა. უკრაინელებისა და ქართველების დევნილობის ისტორიებიც ერთმანეთს ჰგავს და სიმბოლურ თარიღზე, აგვიტოს თვეში, რუსეთის დანაშაულზე, ოკუპაციაზე საუბარმა ჟანა კიკორიამდე მიგვიყვანა. 

ჟანამ რუსეთის ბოროტება და იმპერიალისტური ზრახვები ჯერ აფხაზეთში გამოსცადა, როცა სულ პატარას, ოჯახთან ერთად, უკრაინაში გადასახლება მოუწია, შემდეგ უკრაინაში იგივე გზა ხელმეორედ გაიარა. მისი ცხოვრების ორივე ტრაგედიას, ისევე როგორც აგვისტოს ომის დროს დაზარალებული დამიანების ტკივილს ერთი ავტორის ხელწერა აქვსა მას რუსეთი ჰქვია. ამ ამბებში იცვლება მხოლოდ თარიღები, უსასრულო ბოროტების ისტორია კი, სამწუხაროდ, გრძელდება. 

„6 წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო. ღამე ჩოჩქოლმა გამაღვიძა, მშობლები წინ და უკან დარბოდნენ დოკუმენტების ძიებაში, არ მესმოდა, რატომ გამაღვიძეს. ცხადად მახსოვს, როგორ გვაცილებდა მზერით ჩვენი ძაღლი, უბრალოდ ჭიშკართან იჯდა და გვიყურებდა. ალბათ გრძნობდა, რომ ჩვენ აღარასდროს დავბრუნდებოდით.“- გვიყვება ჟანა.

შემდეგ იყო ძალიან გრძელი და რთული გზა უკრაინისკენ და წლების შემდეგ, უკრაინაში. ორგზის დევნილს, კარგად ესმის მშვიდობის ფასი და ამბობს, რომ ქართველებისა და უკრაინელების ერთობა გადამწყვეტია.

„ქართველები უკრაინის მხარეს არიან და იქნებიან. ვფიქრობ, ერთმანეთის მხარდაჭერა მოგვიტანს ნანატრ თავისუფლებას“- ამბობს ჟანა.

დაუსრულებელ ომში გამარჯვება არის მისია, რისთვისაც 2008 წლის აგვისტოს ომის მებრძოლები ახლა უკრაიანში იბრძვიან. განცდა, რომ უკრაინელების გამარჯვებასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებასაც მოვიპოვებთ რეალურია, რადგან ეს თავიდანვე საერთო ომი იყო.

ბოლო ამბები
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოვუწოდებთ პარლამენტს მოახდინონ მყისიერი რეაგირება ქალ დეპუტატების შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ვეხმაურებით, 31 ოქტომბერს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალ დეპუტატებს

სრულად 
პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის, გიული ჩოხელის, საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა

სრულად 
მაგ დროს საბოლოოდ დაინგრა ჩემი...უდარდელი ბავშვობა - ომში მოხვედრილი ბავშვების მეხსიერება

ომში მოხვედრილი ბავშვების მეხსიერება სევდიან ფრაგმენტებად ინახავს ქარიშხლის მოახლოებამდე უჩვეულოდ მშვიდ ცას, სახლში დატოვებულ ახალმომზადებულ სადილს და მერე გზას, სადაც ომში მიმავალი მომღიმარი ჯარისკაცები ხვდებოდნენ.

სრულად