მოვლენები
ანსამბლი „ნათება“ პერევიდან, ქსც-ს ჩართულობით, ბათუმის ფესიტივალზე გაემგზავრა
2023-07-05 11:47:25

ე.წ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი შუა იმერეთში და შეხსენება იმისა, რომ ოკუპაცია რაჭისა და იმერეთის სოფლებსაც ეხება. „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ მუშაობს ყველა სოფელში, სადაც ომის შედეგები ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც რუსების საგუშაგო, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. 

ამბები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევიდან ბევრი გვაქვს, ქეისები ყოფითია, თუმცა სოფელში, რომელსაც ე.წ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი აკრავს გარს, ეს მთავარი ამბებია. ამ ამბებს სოფელში ქალები აგვარებენ, რომლებსაც წლებია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ აძლიერებს, მხარს უჭერს და საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტაში ეხმარება.

პერევში ბავშვთა ანსამბლი ფუნქციონირებს, სახელწოდებით „ნათება“, რომლის წევრებისთვის სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა და განვითარება მნიშვნელოვანია. მათი სურვილი ქალაქ ბათუმში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობა იყო.  ერთი შეხედვით, ეს მარტივად მიღწევადია, თუმცა ამ ადამიანების პრობლემას ფინანსური რესურსების არქონა და ტრანსპორტირების საკითხი წარმოადგენდა.

ადვოკატირების კამპანია ქალთა საინფორმაციო ცენტრის ქსელის წევრმა და ლიდერმა ქალებმა დაიწყეს. როგორც წერილობითმა, ასევე პირდაპირმა შეხვედრებმა შედეგი გამოიღო, მოთხოვნა  დაკმაყოფილდა. სოფელ პერევის ბავშვთა ანსამბლი ბათუმში, ფესტივალზე გაემგზავრა. ტრანსპორტირება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო. 

 ქალთა საინფორმაციო ცენტრის ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი, პროექტის მენეჯერი ანა ნემსაძე ამბობს, რომ მთავარი ახლა მოტივაციაა, რადგან გამოწვევები კვლავ არსებობს, რომელთა გადაწყვეტაც  ქალების ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია.

"პროექტის „ ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ადვოკატირების კამპანიის წარმოებაა, ქსელის წევრი ქალების ჩართულობით. ფასდაუდებელია იმ შრომისა და დროის რესურსი, რომელსაც ლიდერი ქალები უთმობენ მიმდინარე პროცესებში ჩართულობას. თავის მხრივ, დასაფასებელია მუნიციპალიტეტის მზაობა და ვიმედოვნებთ, რომ იგივე შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. გვეიმედებიან ლიდერი ქალები, რომლებიც აქტიურად არიან თემის კეთილდღეობის პროცესში ჩართულები.“- ამბობს ანა ნემსაძე,  პროექტის მენეჯერი.

არაფორმალური ქსელის წევრი, ლიდერი ქალი, ეკა გოგატიშვილი, რომელიც თავად იყო ჩართული ადვოკატირების კამპანიაში ამბობს, რომ ქსც-ს ჩართულობით მიღწეული შედეგი ანსამბლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„გადავწყვიტე მიმემართა მუნიციპალიტეტისტვის, როგორც მშობელს, მასწავლებელს და დამეწყო ადვოკატირების კამპანია. საკრებულოდან დამიკავშირდენენ,  შეხვედრა გქვონდა, რომელსაც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეც ესწრებოდა. მივაღწიეთ იმას, რომ ტრასნპორტირება პერევის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა“- ამბობს ეკა გოგატიშვილი.

 კოალიციური პროექტის ფარგლებში ამოქმედებულია ერთი ფანჯრის პრინციპიც, რომელიც ქსც-ს მიერ დანერგილი მეთოდოლოგიაა, ეფექტური მექანიზმი, რომელიც გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული.

„პროექტის ფარგლებში ბევრი აქტივობა განხორციელდა და უკვე თითქმის დასრულების ფაზაშია, მაგრამ იმედოვნებთ, რომ  სამომავლოდ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. საზოგადოებისთვის და გარემოსთვის მდგრადობა მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნდეს ნდობა და მოტივაცია ახალი იდეების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საჭიროებები მუდმივად იცვლება და მნშვნელოვანია სწორად ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. თემის წარმომადგენლების მხრიდან მაღალი ჩართულობა გვაქვს და ეს მზაობა, მოტივაცია არ უნდა დავკარგოთ.“- ამბობს პროექტის მენეჯერი, ანა ნემსაძე.

ინფორმაციისთვის, პროექტი კოალიციურია და საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. მუნიციპალიტეტებში სამი ძლიერი ორგანიზაია მუშაობს: ქალთა საინფორმაციო ცენტრი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ და დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა. სამიზნე ჯგუფები არიან დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, მათი ოჯახები და ახალგაზრდები.

ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს 

პრეზიდენტის განცხადებით, რუსული კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის

სრულად 
კაფე „მზიურის” შენობის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება

კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს

სრულად