გენდერული სიახლეები
1 ივლისს თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) მიმდინარეობს
2023-07-01 12:22:29

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით, 1 ივლისს თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) უკვე მეორედ იმართება.

კონფერენციას ესწრებიან ლიდერი ქალები მთელი მსოფლიოდან, სადაც კონფლიქტების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრებენ.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მაღალი დონის პანელის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლა ბეარი, რომლებიც თბილისს საქართველოს პრეზიდენტის პირადი მოწვევით სტუმრობენ.

პანელის მეორე ნაწილში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები უიდედ ბუშამაუი და დოქტორი რუთ მიჩელი.  

მთელი დღის განმავლობაში, კონფერენცია მოიცავს პანელებს, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ კონფლიქტების წინაშე მყოფი ქალებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: ქალი კორესპონდენტების თვალით დანახული კონფლიქტები, ქალების მიერ მოყოლილი ომის ისტორიები, კასპიისა და შავი ზღვის კავშირებადობა, ქალების როლი კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, განიხილება ქალების მმართველობითი როლი კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდებში.

კონფერენცია კიდევ ერთხელ გააჟღერებს უკრაინელი ხალხისა და განსაკუთრებით უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობის მესიჯს. მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, კონფერენციაზე ასევე ყურადღება გამახვილდება კავკასიის რეგიონზე, მის გამოწვევებსა და უსაფრთხოებაზე.

კონფერენციის დასკვნითი პანელი საქართველოს პრეზიდენტისა და მედიის შეხვედრას დაეთმობა, რომელსაც ქართველი და უცხოელი ჟურნალილსტები დაესწრებიან. 

საინაუგურაციო კონფერენცია, რომელიც ამ ტიპისა და დონის პირველი შეკრება იყო რეგიონში, გასული წლის 17 ივნისს ჩატარდა და მან გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები - პოლიტიკიდან, დიპლომატიიდან, კულტურიდან, ბიზნესიდან, სპორტიდან სამოქალაქო საზოგადოებიდან, მედიიდან და ასევე ქალები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს კონფლიქტის ტრაგედია.

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქალების უფრო მეტი ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში, როგორც სახელმწიფოებს შორის ასევე, საზოგადოებებში. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე მეორედ ამ ინიციატივის განსახორციელებლად მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს ოფისთან საქართველოში.

 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად