ღონისძიებები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
2023-06-16 11:58:24

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან". 
კონკურსი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე. გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ფეისბუქის, ტვიტერისა და ინსტაგრამის გვერდებზე და ასევე, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.  Ნამუშევრები, შესაძლოა,  წარმოდგენილი იყოს, ასევე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის თემატურ ღონისძიებებზე. 

საკონკურსო ნამუშევრები შეძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: 

  • ქალი პოლიტიკოსების და გადაწყვეტილების მიმღები პირების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე
  • ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე
  • გენდერული კვოტირების პოზიტიური გავლენა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში და სხვ.
  • ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის  კუთხით, მუნიციპალიტეტში არსებული კარგი პრაქტიკები და ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევები
  • გენდერული სტერეოტიპები და მავნე პრაქტიკები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და საზოგადოების აზრის ფორმირებაზე (პოლიტიკაში, განათლებაში, დასაქმებასა და სხვა სფეროებში).

 
კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • პოსტერს უნდა ერთვოდეს ორგინილური თემატური სლოგანი
  • პოსტერი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას
  • პოსტერი უნდა იყოს შემოქმედებითი და ინფორმატიული
  • პოსტერის ვიზუალი ნათლად უნდა ასახავდეს თემატიკას
  • პოსტერი, სასურველია, ეხმიანებოდეს ინკლუზიურ თემატიკას
  • Პოსტერი მიიღება ნებისმიერ ფორმატში, ორი სხვადასხვა რეზოლუციით: ფეისბუქისთვის 1200 x 630 პიქსელი; ინსტაგრამისთვის 1080 x 1080.

Გაითვალისწინეთ, უპირატესობა მიენიჭება კრეატიულ ნამუშევრებს და ნამუშევრებს, რომელთა შინაარსი შეეხება პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს (ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი, ხარაგაული).

გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. საპრიზო თანხა - 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით. 

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი, 12:00 საათი. გამარჯვებულ ნამუშევრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი გამოავლენს, შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. 

დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net  

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტო სურათი. 

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას

KVINFO-ს მიერ მხარდაჭერილი, ქალთა საკითხებზე მომუშავე სამი ქართული ორგანიზაციის საქმიანობის თვისებრივი ანალიზი - დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას.

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებების თვეს

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს

ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან", რომელიც ეძღვნება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

სრულად