მოვლენები
18 ივნისი-სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
2023-06-15 14:20:13

სიძულვილის ენა სიტყვებია, რომლებიც შემდეგ ქმედებად იქცევა. ქმედებად, რომელსაც ხშირად ფატალურ შედეგებამდე მივყავართ. 18 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია, რათა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვაღიაროთ პრობლემის სიმწვავე და ვებრძოლოთ სიტყვებს, რომლებსაც ზოგჯერ და ხშირად, იმაზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე წარმოვიდგენთ. 

ზიანი აღუწერელია, აღვივებს უთანასწორობას და იწვევს ადამიანების გარიყვას, დისკრიმინაციას მათი სქესის, ეთნიკური წარმომავლობის,  რელიგიის, ეროვნების, რასის, ფერის, წარმოშობის ფაქტორით ან პოლიტიკური ნიშნით. 

განსაკუთრებით მწვავეა ჩვენს საზოგადოებაში გენდერული მოტივით განპირობებული სიძულვილის ენა, რომელიც ძალადობას აპროვოცირებს და უხეშად არღვევს ქალების უფლებებს, კვებავს სოციალურ პოლარიზაციას და გვაშორებს ერთმანეთთან. 

მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, ცალკეულმა პირებმა გაიაზრონ რისკები, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიღონ რესურსები საგანმანათლებლო პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ღირებულია შევქმნათ საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას და ადამიანის უფლებებს. ყველას შეგვიძლია გავხადოთ გარემო, განსაკუთრებით კი ონლაინ სივრცეები უფრო უსაფრთხო. 

ბოლო ამბები
გენდერული დეზინფორმაცია

გენდერული დეზინფორმაცია იწვევს სერიოზულ ზიანს და რადიკალურად ცვლის არსებულ ფონს განსაკუთრებით სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში

სრულად 
გენდერული დეზინფორმაცია, მიზოგინია და შუშის ჭერი 21-ე საუკუნეში

უნდობლობა, სიძულვილი, სამართლიანობისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ ბრძოლა - სწორედ ასე შეგვიძლია შევაფასოთ 21-ე საუკუნის დეზინფორმაციული ხანა

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს 

პრეზიდენტის განცხადებით, რუსული კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის

სრულად 
კაფე „მზიურის” შენობის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება

კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს

სრულად