გენდერული ძალადობა
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
2023-06-08 15:21:59

მარნეულში 16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით 29 და 42 წლის პირები დააკავეს.

„1994 წელს დაბადებული ჯ.ჰ. და 1981 წელს დაბადებული გ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ჯ. ჰ.- მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ. – ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული გ.ა.-ც.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ჯ.ჰ. და გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბოლო ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძეს პრინცესა ოლგას ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

სრულად 
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ

ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა

აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. „თალიბანი“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს

სრულად 
რამზან კადიროვის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი და უფლებადამცველი სასტიკადაა ნაცემი

4 ივლისს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი, ელენა მილაშინა და ადვოკატი ალექსანდრე ნემოვი

სრულად 
ქალები

ერთი ვიცი, როგორ უმწეოდაც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

სრულად