მოვლენები
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
2023-06-01 12:54:23

მარიუპოლელი ბიჭის დღიურის ისტორიებით ვხვდებით ომის დაწყებიდან მეორე 1-ელ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს და გახსენებთ, რომ რუსეთის  დაწყებულ ომს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, დატოვა საცხოვრებელი ადგილი, იძულებით იქნა დეპორტირებული რუსეთის ტერიტორიაზე. ბავშვები უკრაინიდან წელიწადზე მეტია ომის ტრავმას უმკლავდებიან. ეს არის უსასრულო ტკივილით სავსე, სევდიანად გულწრფელი ემოციებით გადმოცემული ამბავი ომის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ირღვევა ბავშვთა უფლებები უკრაინის ომში. 

მეორე მხრივ, ბავშვთა დაცვის კუთხით დღეს არაერთი გამოწვევა აქვს საქართველოს.  ქვეყანაში ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფი. მაგალითად, UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის. 

ბავშვზე ორიენტირებულ პოლიტიკაში/კანონმდებლობაში არაერთი ხარვეზია, განსაკუთრებით, გამოწვევის წინაშე არიან შშმ ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები და ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან. 

ვისურვებდით უკეთეს სამყაროს მათთვის, რადგან ისინი იმსახურებენ უსაფრთხო, ჯანმრთელ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას.

ბოლო ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძეს პრინცესა ოლგას ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

სრულად 
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ

ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის, გიული ჩოხელის, საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა

სრულად 
იცვლება მხოლოდ თარიღები, რუსეთის ბოროტების ისტორია- არა!

უკრაინელებისა და ქართველების დევნილობის ისტორიებიც ერთმანეთს ჰგავს და სიმბოლურ თარიღზე, აგვიტოს თვეში, რუსეთის დანაშაულზე, ოკუპაციაზე საუბარმა ჟანა კიკორიამდე მიგვიყვანა

სრულად 
მაგ დროს საბოლოოდ დაინგრა ჩემი...უდარდელი ბავშვობა - ომში მოხვედრილი ბავშვების მეხსიერება

ომში მოხვედრილი ბავშვების მეხსიერება სევდიან ფრაგმენტებად ინახავს ქარიშხლის მოახლოებამდე უჩვეულოდ მშვიდ ცას, სახლში დატოვებულ ახალმომზადებულ სადილს და მერე გზას, სადაც ომში მიმავალი მომღიმარი ჯარისკაცები ხვდებოდნენ.

სრულად