გენდერული სიახლეები
ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები
2023-05-24 15:46:56

ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ყოველწლიური დემოკრატიიის კონფერენცია გაიმართა.  
 
კონფერენციის ფარგლებში, სხვასხვა პანელზე, მომხსენებლებმა ისაუბრეს  ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქალი ამომრჩევლების საჭიროებები პარტიების დღის წესრიგში, ქალი პოლიტიკოსები და შიდაპარტიული დემოკრატია, ქალი ამომრჩევლების პოლიტიკური  ჩართულობა  და წახალისების გზები. 

ამასთან, აღინიშნა და ხაზი გაესვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აღნიშნული საკითხების მნიშვნელობას და გათვალისწინებას იმისთვის, რომ პარტიების დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამასთან, აცქენტი გაკეთდა და გაზიარდა გამოცდილება, როგორ შეიძლება  საერთაშორისო აქტორები დაეხმარონ პოლიტიკურ პაეტიებს ქალ ამომრჩევლებთან მუშაობის თვალსაზრისით. 

ერთ-ერთი პანელის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ასევე, პოლიტიკური პარტიების შიდაპარტიულ დემოკრატიაზე და ქალი პოლიტიკოსების როლის გაზრდაზე პროცესებში, რათა კვოტირების მექანიზმის შედეგად, პარტიის დღის წესრიგი არამხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალურად შეცვალონ. 
 
რაც შეეხება ქალი ამომრჩევლების  პოლიტიკურ ჩართულობასა და წახალისებას, ამ ნაწილში ერთ-ერთი მომხსენებელი იყო “ქალთა საინფორმაციო ცენტრი”-დან ელენე რუსეცკაია, რომელმაც ისაუბრა როგორც პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე, ასევე რეგიონებში ქალი ამომრჩევლების ჩართულობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სხვა საკითხებზე.

ბოლო ამბები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
თბილისში ფორუმი "ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის" მიმდინარეობს  

სამდღიანი კონფერენცია სხვადასხვა თემის დაფარვით, რამდენიმე პანელს მოიცავს.  მთავარი აქცენტია მშვიდობის მშენებლობის დღის წესრიგზე ქალთა პოზიტიური ზემოქმედების განსაზღვრა

სრულად 
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების მიზანს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების კომპეტენციების ამაღლება წარმოადგენდა

სრულად 
ბტუ–ში ტრენინგი "დისკრიმინაცია და შევიწროება სამუშაო ადგილზე" გაიმართა

10-12 აპრილს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამდღიანი ტრენინგი "დისკრიმინაცია და შევიწროება სამუშაო ადგილზე" გაიმართა

სრულად