მოვლენები
Freedom House: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა
2023-05-24 11:26:22

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-ით შემცირდა მედია თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

გასულ წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. მედიის მდგომარეობაზე განსაკუთრებული გავლენა 2022 წელს ტელეკომპანია მთავარის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ იქონია. "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" წლიურ ანგარიშში საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხვდა მედიის წარმომადგენლის დაპატიმრების შემთხვევით.

საქართველოს დემოკრატიის ასეთი დაბალი ქულა (მაქსიმუმი 7 ქულიდან 3,04 ) Freedom House-ის შეფასების შკალით ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია. 2019 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიის ქულა შეუქცევადად მცირდებოდა - გარდა მედიის თავისუფლებისა, საქართველოსთვის გამოწვევად მიიჩნეოდა აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაუცველობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. საქართველო ბოლო წლებია უცვლელად იკავებს ადგილს ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების კატეგორიაში.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის პარალელურად ევროპის 29 ქვეყნიდან 11-ში გაუარესდა დემოკრატიის ხარისხი და მხოლოდ 7-ში გაუმჯობესდა.

საქართველო გარდა დემოკრატიის ხარისხის ვარდნა გრძელდება ბელარუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, მონტენეგროში, ბოსნიაში და ჰერცოგოვინაში და სლოვაკეთში. დემოკრატიის ყველაზე სწრაფი და მრავალმხრივი გაუარესება გასულ წელს ანგარიშის მიხედვით, უნგრეთსა და რუსეთში დაფიქსირდა. რუსეთმა შეფასების შვიდი კრიტერიუმიდან 5-ში აჩვენა ვარდნა და ეს ერთი წლის განმავლობაში ერთი ქვეყნის მიერ განცდილი რეკორდული რეგრესია. უნგრეთის დემოკრატიის ხარისხის გაუარესება კი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოვლენილი პრობლემებმა, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულმა გამოწვევებმა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფაქტებმა განაპირობა.

Freedom House-ის შვიდკომპონენტიანი შეფასების სისტემა ამოწმებს ქვეყნების პროგრესს და რეგრესს იმის მიხედვით, რამდენად დემოკრატიულია მთავრობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე, როგორია საარჩევნო სისტემა, სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის თავისუფლება და კორუფცია. დღეს, 24 მაისს გამოქვეყნებული ანგარიში ფარავს ცენტრალური ევროპის, ევრაზიისა და ბალკანეთის ქვეყნებს. ამ ქვეყნებიდან გასულ წელს დემოკრატიის თვალსაზრისით გაძლიერდა მოლდოვა, სომხეთი, ალბანეთი, სლოვენია, ჩრდილოეთ მაკედედონია, ლიეტუვა და კოსოვოვო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეგიონში დემოკრატიის გაძლიერებაზე გადამწყვეტი გავლენა ექნება უკრაინის გამარჯვებას.

"ვლადიმირ პუტინის ბრუტალური, არაპროვოცირებული დამპყრობელი ომი უკრაინის ტერიტორიაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიიზაციის პროცესს და აფართოვებს პოლიტიკური ბზარების ფართობს" - ასე აფასებს მდომარეობას Freedom House-ის პრეზიდენტი, მაიკლ აბრამოვიჩი.

"დღეს ისე, როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპაში დემოკრატიის პარტნიორებმა გამოხატონ თავისი სოლიდარობა და მხარდაჭერა. უკრაინელები თავს იცავენ ბრძოლის ველზე და მათი მსხვერპლი და თავდადება არ უნდა გაიფლანგოს. მხოლოდ მყარი ბიძგი დემოკრატიული პროგრესისკენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიის რეგიონში მოიტანს თავისუფალ და წარმატებულ მომავალს ამ რეგიონისთვის" - მიიჩნევს მაიკლ აბრამოვიჩი.

 

ბოლო ამბები
გენდერული მეინსტრიმინგის პლატფორმის განხილვის სამუშაო შეხვედრა

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, გენდერული მეინსტრიმინგის თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

სრულად 
UN Women-ის კვლევა: იძულებით გადაადგილებული ქალები კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე 

პირველად საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იძულებით გადაადგილებული ქალების განწყობები იკვლია

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოვუწოდებთ პარლამენტს მოახდინონ მყისიერი რეაგირება ქალ დეპუტატების შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ვეხმაურებით, 31 ოქტომბერს, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალ დეპუტატებს

სრულად 
პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის, გიული ჩოხელის, საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა

სრულად 
იცვლება მხოლოდ თარიღები, რუსეთის ბოროტების ისტორია- არა!

უკრაინელებისა და ქართველების დევნილობის ისტორიებიც ერთმანეთს ჰგავს და სიმბოლურ თარიღზე, აგვიტოს თვეში, რუსეთის დანაშაულზე, ოკუპაციაზე საუბარმა ჟანა კიკორიამდე მიგვიყვანა

სრულად