მოვლენები
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ახალგაზრდა ლიდერებს უმასპინძლა ქალაქ დუშანბედან
2023-05-08 12:31:50

3 მაისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა (WIC), სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერებს უმასპინძლა ქალაქ დუშანბედან, რომლებიც საქართველოში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) პროგრამის "ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობა“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში სამოქალაქო სექტორის მხრიდან გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, WIC-ის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ ისაურა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ლოკალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მუშაობის პრაქტიკა, WIC-ის გუნდის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებები, საუკეთესო პრაქტიკები, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოების საჭიროებები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სხვ.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, - მონაწილეებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღეს პასუხები და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებისა და სრული სურათის უკეთ დანახვის მიზნით, პროექტის მონაწილეები ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს ესტუმრნენ, ხოლო ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი - ა/ო სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმას, რომელიც სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების გაძლიერებაზე მუშაობს. 

ბოლო ამბები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

მარიუპოლელი ბიჭის დღიურის ისტორიებით ვხვდებით ომის დაწყებიდან მეორე 1-ელ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს

სრულად 
Freedom House: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-ით შემცირდა მედია თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე

სრულად 
საელჩოები: შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ

საელჩოები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას

სრულად