გენდერული სიახლეები
თბილისში ფორუმი "ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის" მიმდინარეობს  
2023-04-25 11:04:02

ქალებისა და ახალგაზრდების პოზიტიური როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული პირების წინაშე არსებული გამოწვევები და ყოველწლიური საინფორმაციო ფორუმი -  ეს და სხვა საკითხები განიხილეს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის "თანხმობა" ორგანიზებით, გამართულ კონფერენციაზე. 
სამდღიანი კონფერენცია სხვადასხვა თემის დაფარვით, რამდენიმე პანელს მოიცავს.  მთავარი აქცენტია მშვიდობის მშენებლობის დღის წესრიგზე ქალთა პოზიტიური ზემოქმედების განსაზღვრა. 

"აქცენტი კეთდება, ასევე, ახალგაზრდების როლზე, რა გამოწვევები არსებობს და რა უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაცები შეიცვალოს. რა თქმა უნდა, საუბარი იყო #1325 სამოქმედო გეგმასა და მის ლოკალიზაციაზე. 

ქალების, ახალგაზრდა გოგოების პოზიტიურ როლს და მშვიდობის მშენებლობის თემას პირველი დღე დაეთმო. დღეს ვისაუბრეთ კონფლიქტის ტრანსფორმაციის და ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების შესახებ, ხვალ დევნილთა თემატიკას შევეხებით. 

მნიშვნელოვანია, რომ დავაფუძნეთ ყოველწლიური ფორუმი, რომელიც დევნილთა თემას ეხება და საკითხთან  დაკავშირებით, ყველა სახის ინფორმაცია განიხილება ამ გაზაფხულის ბოლოს . "- განაცხადა ასოციაციის "თანხმობა" წევრმა, მარინა ფოჩხუამ.  

ამასთან, დღევანდელი სესია ჯგუფებში მუშაობასაც მოიაზრებდა. მისი მიზანი იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების, გადაწყვეტილების მიმღები პირების, ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობით,  მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების და საჭიროებების განსაზღვრა.  

კონფერენციას "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" დირექტორი, ელენე რუსეცკაია და კოალიციური პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები  ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის  ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის”- მენეჯერი, ანა ნემსაძე ესწრებოდნენ.

ბოლო ამბები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები

ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ყოველწლიური დემოკრატიიის კონფერენცია გაიმართა

სრულად 
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების მიზანს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების კომპეტენციების ამაღლება წარმოადგენდა

სრულად 
ბტუ–ში ტრენინგი "დისკრიმინაცია და შევიწროება სამუშაო ადგილზე" გაიმართა

10-12 აპრილს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამდღიანი ტრენინგი "დისკრიმინაცია და შევიწროება სამუშაო ადგილზე" გაიმართა

სრულად