გენდერული სიახლეები
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2023-04-13 16:26:37

13 აპრილს, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მიზანს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების კომპეტენციების ამაღლება წარმოადგენდა, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ფემინიზმი, გენდერული სტერეოტიპები და მავნე წეს-ჩვეულებები, გენდერული თანასწორობა, ქალთა აქტივიზმი, მედიის როლი ქალების ცხოვრებაში, ქალთა უფლებები და სხვ.

შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის თავმჯდომარე სამირა ისმაილოვა. პირველ სესიას, ქალთა საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე ელენე რუსეცკაია უძღვებოდა. მან დამსწრე ახალგაზრდებს საკუთარი, 23 წლიანი გამოცდილება გაუზიარა და მათთვის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. სესია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა - დამსწრეებმა საკუთარ გამოცდილებასა და თემში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

მეორე სესიის ფარგლებში, აზერბაიჯანელმა აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ ქალთა აქტივიზმისა და ქალთა ცხოვრებაში მედიის როლზე ისაუბრა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრა პროექტის ფარგლებში “ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა” გაიმართა, რომელიც ქალთა ფონდი საქართველოში” მხარდაჭერით ხორციელდება.

ბოლო ამბები
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

თამუნა მუსერიძემ შექმნა Facebook ჯგუფი „ვეძებ”, რომელმაც ხელი შეუწყო სამშობიაროებიდან არალეგალური გაშვილების შესახებ საჯარო დისკუსიის დაწყებას

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
არ არის ის დრო, რომ საზოგადოებრივ სტერეოტიპებს დაუწყონ ყურება და ლოდინი

სოფ.ჭალადიდის მცხოვრები ქ-ნი მზია ნატრიაშვილი, რომელმაც გაგვიწია გიდობა და გაგვაცნო მისი ყოვლედღიურობა

სრულად 
გაფართოებული შეხვედრა: იგპ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებები

გაფართოებული შეხვედრა გაიმართა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარების მიზნით

სრულად 
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ

ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია

სრულად