გენდერული სიახლეები
ბტუ–ში ტრენინგი "დისკრიმინაცია და შევიწროება სამუშაო ადგილზე" გაიმართა
2023-04-12 17:06:46

10-12 აპრილს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამდღიანი ტრენინგი "დისკრიმინაცია და შევიწროება სამუშაო ადგილზე" გაიმართა.

სამუშაო შეხვედრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი, მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა. 

ტრენინგ–სესიებს მიზანს ბტუ–ს ადმინისტრაციული პერსონალის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

•    ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობა
•    დისკრიმინაციის სახეები, ბულინგი, სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე
•    გენდერული სტერეოტიპები და მავნე-წესჩვეულებები 
•    დისკრიმნაციული და უფლებების შემლახავი ქმედებები

ამ და სხვა საკითხებზე საუბრისას იმჯელეს, ასევე, ხელისშემშლელი ფაქტორებისა და ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ. 
შეხვედრების ფარგლებში, დამსწრეებმა აიმაღლეს კომპეტენციები გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მიიღეს ინფორმაცია  ამ კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე, მსხვერპლთა დაცვის მიზნით არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ და სხვ. 

სამდღიანი შეხვედრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი პრაქტიკული სავარჯიშოები იყო. დამსწრეებმა სიმულაციური სავარჯიშოების საშუალებით შეძლეს სხვადასხვა სახის პრობლემების შეფასება და გამოსავლის გზების მოძიება. ამასთან, მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა ტიპის შევიწროების დროს სათანადო რეაგირებასა და სამუშაო ადგილზე ეფექტური კომუნიკაციის გზებზე.

ღონისძიება ჩატარდა „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში (UN Global Compact Network Georgia).
 

ბოლო ამბები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები

ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ყოველწლიური დემოკრატიიის კონფერენცია გაიმართა

სრულად 
თბილისში ფორუმი "ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის" მიმდინარეობს  

სამდღიანი კონფერენცია სხვადასხვა თემის დაფარვით, რამდენიმე პანელს მოიცავს.  მთავარი აქცენტია მშვიდობის მშენებლობის დღის წესრიგზე ქალთა პოზიტიური ზემოქმედების განსაზღვრა

სრულად 
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების მიზანს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების კომპეტენციების ამაღლება წარმოადგენდა

სრულად