გენდერული სიახლეები
რუსეთში ფემინიზმი შესაძლოა ექსტრემისტულ იდეოლოგიად აღიარონ
2023-04-05 13:11:59

რუსეთში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ფემინიზმს ექსტრემისტულ იდეოლოგიად აღიარებს. კანონპროექტის ავტორი ოლეგ მატვეიჩევი, რუსეთის დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. კანონპროექტის შესახებ, დეპუტატმა რუსეთის პირველი არხის ეთერში ისაუბრა. 

„დასავლეთში ფემინისტები პუტინისა და რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. ჩვენი ფემინისტები უბრალოდ დასავლეთის აგენტები არიან. ისინი ტრადიციული ღირებულებების ნგრევით არიან დაკავებულები, მათი საქმიანობა ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ბრძანებულებას, ტრადიციული ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ.

ფემინისტები განქორწინების, უშვილობის, აბორტის მომხრენი არიან. ისინი მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის დემოგრაფიული პოლიტიკის წინააღმდეგ“, - განაცხადა მატვეიჩევმა.

ასევე, მისი თქმით, სოციალურ ქსელებში შექმნილია ჯგუფები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. მატვეიჩი აღნიშნავს, რომ კანონპროექტმა შესაბამისი კომისიის შეფასება უნდა გაიაროს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, დუმაში დაინიცირდება. 

ინფორმაციისთვის, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფემინისტური მოძრაობა- ფემინისტური ანტისაომარი წინააღმდეგობა- რომელიც რუს ფემინისტებს აერთიანებს, 2022 წლის თებერვალში უცხოური აგენტების სიაში შეიყვანეს. ამავე წელს, მოძრაობის აქტივისტებმა პეტერბურგის სამშობიარო სახლის წინ შემდეგი წარწერა გააკეთეს: „შენ ვაჟი ომისთვის არ გაგიჩენია“. 

ანტისაომარი განწყობის გამომხატველი მსგავსი აქცია მოსკოვსა და იჟევსკშიც ჩატარდა. აქტივისტები რუსეთის ქალაქებში ქალთა მარშებს ატარებენ, ასევე შექმნეს ომის საწინააღმდეგო აქციების მხარდაჭერის ფონდი.
 

ბოლო ამბები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები

ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით,  ყოველწლიური დემოკრატიიის კონფერენცია გაიმართა

სრულად 
თბილისში ფორუმი "ქალები და ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებებისთვის" მიმდინარეობს  

სამდღიანი კონფერენცია სხვადასხვა თემის დაფარვით, რამდენიმე პანელს მოიცავს.  მთავარი აქცენტია მშვიდობის მშენებლობის დღის წესრიგზე ქალთა პოზიტიური ზემოქმედების განსაზღვრა

სრულად 
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ღონისძიების მიზანს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების კომპეტენციების ამაღლება წარმოადგენდა

სრულად