გენდერული სიახლეები
უფლებადამცველი ქალი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს
2023-03-30 11:27:51

"ფარიხანუმ სოფიევა და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, რომლებიც არანაკლებ ძლიერი ქალები არიან, ისინიც არიან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურები"- ასე გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი, სამირა ბაირამოვა თბილისის ქუჩებისთვის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელების მინიჭებას. 

უფლებადამცველი მარნეულიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს დედაქალაქის ქუჩებისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების სახელების მინიჭების თხოვნით მიმართავს. 

WIC-თან საუბარში ბაირამოვა ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს, ეს სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს. 

"როდესაც სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ყოველთვის ვგრძნობთ, რომ საქართველოს სრული მოსახლეობის მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული და ეთნიკური უმცირესობების ხმა არ ისმის. გვიწევს შეხსენება, რომ, უკაცრავად, მაგრამ ჩვენც ვართ საქართველოს მოქალაქეები. 

შეიძლება ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არ იყოს წარმატებული, თუმცა ამას თავის მიზეზები აქვს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით  და უნდა ვაღიაროთ მათი არსებობა. 

თუ ვმუშაობთ ინტეგრაციის პოლიტიკაზე, თუ ტოლერანტი ქვეყანა ვართ, ეს პრაქტიკაშიც უნდა ვაჩვენოთ. ისტორიაში ნამდვილად არის მაგალითები, რომლებიც ამტკიცებს, რომ საქართველო ნამდვილად მრავალფეროვანი ქვეყანაა ეროვნული უმცირესობების კუთხით. ამრიგად, ძალიან გვინდა, რომ ამ ქალებს შორის იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ ქვეყნის განვითარებაში და ეს მოტივაცია უნდა იყოს ეროვნული უმცირესობებისთვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვან პროცესებში."- ამბობს სამირა ბაირამოვა.  

სამირა ბაირამოვამ საკრებულოს თავმჯდომარისათვის, გიორგი ტყემალაძისთვის მიწერილ წერილში ასევე დაურთო რამდენიმე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საზოგადო მოღვაწე ქალების შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულომ ქუჩებისთვის გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ქუჩებს შეემატება: პირველი ქალი დიპლომატის, რუსუდან მიქელაძის, პირველი ქალი ინჟინრის, ბარბარე ბაირამაშვილის, პირველი ქალი მეზღვაურის, იულია ფაილოძის,ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავის, ნინა ხუბულავას,ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავის, ნინა ჟორდანიას, კალიგრაფ გადამწერის, მანანა ზედგინიძის, ექიმისა და მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის, რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის, მსახიობ თამარ ჭავჭავაძის, მსახიობ ცეცილია წუწუნავას და ევროპის მასშტაბით პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მშვილდოსნის, ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩები.

ბოლო ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნინო ქათამაძეს პრინცესა ოლგას ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა

სრულად 
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ

ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან"
სრულად 
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
შენი ქმარი ისეთი კარგი ბიჭია, ალბათ შენ ვერ აჩენ

ანა 54 წლისაა და მეუღლესთან 35 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, მოძალადე მეუღლისა და მისი ოჯახისთვის თავი დაეღწია

სრულად 
მე დავეთხოვე ჩემს უფროსს...

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, იმ დღეს თავხედიც გავხდი, მისი კაბინეტის კარს, ტიპიური ჩინოვნიკის კაბინეტის კარს, მარკერით მივაწერე:“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“

სრულად 
ქსცს გუნდის წევრები, სოფელ პერევში თემის ლიდერ ქალებს შეხვდნენ

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები, ინფრასტრუქტურა და სოციალური პრობლემები - ამ და სხვა თემებზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წევრები თემის ლიდერი ქალების ჩართულობით დვოკატირების კამპანია დაგეგმეს

სრულად