გენდერული ძალადობა
სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს
2023-03-28 10:42:04

საქართველოს პრეზიდენტი გმობს საქართველოში ქალზე ძალადობას. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, წინ უსწრებდა ქალის - თათია სამხარაძის თხოვნა მის მიმართ, გამოხმაურებოდა მასზე ზეწოლას.

„ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება” – მიმართა თათია სამხარაძემ პრეზიდენტს.

„იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თავს აწონებს  12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორე ხელით ქაღალდზე დატანილს, მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა!“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

„გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებიც, რომლებსაც ცნობადობაზე პრეტენზია გააჩნიათ, ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება. ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად, ვგმობ პირველ რიგში როგორც ქალი, ვგმობ როგორც პრეზიდენტი.

ვგმობ იმას რასაც ჩვენ კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, მას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური იზანი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პროპაგანდისტული არხი POSTV რამდენიმე დღეა, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი, როგორც ქალთა უფლებადამცველის უსაფრთხოება საქართველოში საფრთხეშია. მან სახალხო დამცველსაც მიმართა.

თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ასახავს.

ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად