ფოტოკონკურსის მიზანია ქალების/გოგოების უფლებებისთვის და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალებისა და გოგოების წარმოჩენა.
ფოტოამბავი უნდა ეხმიანებოდეს შემდეგ თემატიკას:
• ქალებისა და გოგოების საკვანძო როლი სამოქალაქო და მშვიდობის მშენებლობის პროცესებში;
• ქალებისა და გოგოების წვლილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში;
• ქალებისა და გოგოების უფლებებისთვის ან/და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქალების ისტორიები;
• ქალებისა და გოგოების წინაშე ყოველდღიურად არსებული გამოწვევები;
• ლიდერი, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფი, ქალების წარმატების ისტორიები (გამოწვევები და კარგი პრაქტიკები);
• ქალების მიერ წარმოებული ადვოკატირების პროცესები;
• იმ ქალების ისტორიები, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, ნეგატიურ სოციალურ ნორმებსა და დისკრიმინაციულ მიდგომებს დაუპირისპირდნენ/;
• ეთნიკური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირების, სოფლად მცხოვრები და შშმ ქალების წინაშე არსებული გამოწვევები და ამ კუთხით არსებული კარგი პრაქტიკები.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
• ფოტოამბავი უნდა პასუხობდეს კონკურსის მიზნებს და თემატიკას;
• ფოტოამბავი უნდა იყოს ინფორმატიული, შემოქმედებითი და საინტერესო;
• ფოტოამბავი უნდა მოიცავდეს სამიდან ხუთ ფოტოს;
• ფოტოგმირისგან ნებართვაზე პასუხისმგებელია კონკურსის მონაწილე;
• აუცილებელია, რომ ფოტოს თან ერთვოდეს ორიგინალური ნარატიული აღწერილობა (მაქსიმუმ 200 სიტყვა);
• აუცილებელია, ფოტოს თან ერთვოდეს ფოტოგმირი ქალის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი/რეგიონი/სოფელი/ქალაქი და ის საქმიანობა, რომელსაც ეწევა;
• ფოტო გამოგზავნილი უნდა იყოს JPEG ფორმატში;
• მოწოდებულ ფოტოებზე არ უნდა იყოს დატანილი ლოგოები, ჩარჩოები და ა.შ !!
• ფოტომასალა სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა მომზადდეს და სხვა საინფორმაციო არხზე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;
• ფოტომასალა შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი;
• პრიორიტეტი მიენიჭებათ სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ და/ან სამიზნე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და გოგოების ამსახველ ფოტო ამბებს.
გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. (საავტორო უფლებები დაცულია).
საპრიზო თანხა - 300 ლარი, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 9 აპრილი, 12:00 სთ !!!
გამარჯვებულ ნამუშევარს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" გუნდი გამოავლენს.
დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოგზავნონ: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net.
გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ავტორის ფოტოსურათი.
გისურვებთ წარმატებებს!
***
კონკურსი გამოცხადებულია "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც, დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში, გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში.