გენდერული ძალადობა
ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“  2023 წელსაც აქტიურად გრძელდება
2023-03-21 17:33:02

ტრენინგის მიზანია ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების ცვლილება იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შესახებ, რომლებიც ძალადობას აპროვოცირებენ.

სამუშაო შეხვედრას ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი, მამუკა გაჩეჩილაძე უძღვება.

ინტერაქტიული ტრენინგების ციკლი ცნობილი სახელმძღვანელოს, “In Her Shoes”-ის მიხედვითაა შექმნილი და ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების რეალურ ისტორიებს ეფუძნება.

8 რეალურ ისტორიაზე დაყრდნობით, მონაწილეებს უწევთ ჯგუფებში განიხილონ თითოეული ქეისი, გაანალიზონ, იმსჯელონ იმ სტერეოტიპებისა და მავნე წეს-ჩვეულებების შესახებ, რომლებიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია და ინდივიდუალური გადაწყვეტა სჭირდება. კერძოდ, ტრენინგის მონაწილეებმა უნდა იმსჯელონ რომელი სტერეოტიპები ახალისებს ძალადობას, რა გამოწვევები აქვს მსხვერპლს იმისთვის, რომ მიმართოს მაგალითად სამართალდამცავ ორგანოს, შეატყობინოს ოჯახის წევრებს ან მეზობლებს, რა როლი აქვს ძალადობის პრევენციის კუთხით, სამეზობლოს ან ზოგადად საზოგადოებას. ტრენინგის დასასრულს, ქსც-ს ტრენერთან ერთად, მონაწილეები განიხილავენ თითოეული ქეისის შემთხვევაში, რა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და რა ხერხები უნდა აერჩიათ ძალადობის პრევენციის მიზნით.

მავნე სტერეოტიპები, სოციალური ნორმები, დისკრიმინაცია, ძალადობის ფორმები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ფასილიტატორი ტრენინგის მსვლელობისას ეხება. ამასთან, დამსწრეები იღებენ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის და/ან გენდერული ძალადობის სხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებაც.

ტრენინგ-სესია მონაწილეებს შორის დისკუსიით სრულდება. ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. მათ შორის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები.

ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას გურიისა და ქვემო ქართლის ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს. მათ შორის საჯარო მოხელეები, ქალები, კაცები და ახალგაზრდები.

აღსანიშნავია, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ტრენინგების ციკლის  „იყავი მის ადგილას“ ფარგლებში, გასულ წელს ჯამში 1137 ადამიანი გადაამზადა. მათ შორის, 789 ქალი (69%) და 348 კაცი (31%).

ტრენინგების ციკლი პროექტის „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება გურიისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.

პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ არის მხარდაჭერილი.

 

ბოლო ამბები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი რუსთავის N4 საჯარო სკოლას ესტუმრა

რენინგების ციკლით "იყავი მის ადგილას" ქალთა საინფორმაციო ცენტრი რუსთავის N4 საჯარო სკოლას ესტუმრა

სრულად