მოვლენები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2023-03-21 11:26:33

20 მარტს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას. ამასთან, მათი ცნობიერების ამაღლებას, რათა დამოუკიდებლად შეძლონ პრობლემების ადვოკატირება. 

სამუშაო შეხვედრას, ფასილიტაციას ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია უწევდა. 

ღონისძიება ორ სესიად ჩატარდა. პირველი ნაწილის მომხსენებლი - ექსპერტი, ალექსანდრე სვანიშვილი იყო, ხოლო მეორე სესიას იურისტი, სულხან სალაძე გაუძღვა. 

შეხვედრას სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი, ადგილობრივი თემის ლიდერი ქალები ესწრებოდნენ.
ტრენინგზე მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, თვითმმართველობის უშუალო განხორციელების ფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სახეები, პრობლემების ადვოკატირების  ეფექტური მექანიზმები, ექსპერტული შეფასება ქვეყანაში განვითარებულ აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით და სხვ.

სამუშაო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში  წარიმართა. მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები და მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები გააჟღერეს. ამასთან, დამსწრეებს შორის გაიმართა დისკუსიები, რომლის ფარგლებშიც მათ როგორც პირადი, ასევე მუნიციპალიტეტის გამოცდილება გააზიარეს. 

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან მის ფარგლებში  საკვანძო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს. ამასთან, ეფექტური ადვოკატირებისთვის შესაბამისი სამოქმედო ნაბიჯების განსაზღვრაც შეძლეს.

სამუშაო შეხვედრა კოალიციური პროექტის ფარგლებში, „ქალები, ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისათვის“ ჩატარდა.

ბოლო ამბები
16 წლის გოგოს ცოლად შერთვის მიზნით გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სრულად 
დააკავეს კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის მოკვლა ედება ბრალად

პოლიციამ დააკავა 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

სრულად 
 ღონისძიებები
 „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ თბილისის ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარე სასტუმროებისთვის აცხადებს ტენდერს
სრულად 
 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი ანალიტიკური სტატიების კონკურსს აცხადებს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

მარიუპოლელი ბიჭის დღიურის ისტორიებით ვხვდებით ომის დაწყებიდან მეორე 1-ელ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს

სრულად 
Freedom House: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 34%-ით შემცირდა მედია თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე

სრულად 
საელჩოები: შეწყვიტეთ დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში ლგბტქი+ პირთა მიმართ

საელჩოები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას

სრულად