გენდერული სიახლეები
რა კავშირი აქვს საბჭოთა პერიოდის 8 მარტს დღევანდელობასთან და ე.წ. „აგენტების კანონთან“?
2023-03-21 10:35:53

დღევანდელი გარემო და არსებული გამოწვევები, ძალიან ჰგავს 1920 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის პერიოდს. რა დროსაც, მოსახლეობის ინფორმირება დამახინჯებული და გამოგონილი ამბებით ხდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში 8 მარტი კომუნისტური პარტიის მიერ დაარსებულ დღესასწაულად მიიჩნეოდა, რომელიც დატვირთული იყო საბჭოთა პერიოდის ქალთა გააქტიურების თემით სხვადასხვა სფეროში. იმ დროინდელ გამოცემებში, რა დროსაც ყველა ნაბიჯი ცენზურას გადიოდა, იწერებოდა 8 მარტისადმი მიძღვნილი სტატიები ქალთა მიღწევების შესახებ. სარვამარტო გეგმებიც რამდენიმე თვით ადრე მზადდებოდა, იმ მიზნით,რომ ამ დღის ზეიმით აღნიშვნა სწორედ ქალთა თავისუფლებისა და თანასწორობის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში იმართებოდა საჩვენებელი გამოსვლები, სიტყვით გამოდიოდნენ "აზრთა ლიდერები“, რომლებიც აჯამებდნენ წლიური გეგმის შესრულების ხარისხს; საუბრობდნენ, თუ რამდენი ქალი დასაქმდა, რამდენი ბაგა-ბაღი გაიხსნა, რა წარმატებებს მიაღწიეს ქალებმა საქმიანობის სფეროში და ა.შ. შესაბამისად, 8 მარტს ქალები ზეიმობდნენ ჩაგვრისგან გათავისუფლებასა და სრულუფლებიან მოქალაქეობას, ისე, რომ არანაირი სტატისტიკა თუ დამადასტურებელი ფაქტი ნანახი არავის ჰქონდა. 

დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობა, მოქალაქეებს ინფორმაციის გადამოწმების და ფაქტების მოძიების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე მსგავსი თემებით მანიპულირებას ისევ ვხვდებით. სინამდვილეში კი სისტემური პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოში ფემიციდის, ძალადობის მსხვერპლი და სხვადასხვა კუთხით დაზარალებული ქალების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამ ფონზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ჩართულობის გაზრდას, ცნობიერების ამაღლებას და დასაქმების ხელშეწყობას უფრო მეტად არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ. შედეგად, ქალებმა ისწავლეს საკუთარი უფლებების დაცვა, საჭიროებების ადვოკატირება და პრობლემების მოგვარების შესაძლებლობები. სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მუშაობის შედეგად, დღის წესრიგში დადგა კვოტირების სისტემაც და ქალები უფრო მეტი რაოდენობით ჩაერთნენ პოლიტიკაში, ვიდრე იყვნენ მანამდე. ქალებმა სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შეძლეს ბიზნესის წამოწყება, გახდნენ წარმატებული მეწარმეები და ფერმერები, მათი პროდუქტი გაიცნეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და აღმოაჩინეს საკუთარი თავი ახალი შესაძლებლობებით და უნარებით. მაგრამ...

საბჭოთა პერიოდის და პროპაგანდის გავლენებში მოქცეული პოლიტიკოსებისთვის ქალების/დედების და ახალგაზრდების განვითარება მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ გადაწყვიტეს გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რაც ერთი მხრივ, განვითარების  გზებს გადაკეტავდა, მეორე მხრივ, კრიტიკული აზრის არსებობას დაასრულებდა. ეს ორივე კი დამახასიათებელია დიქტატორული რეჟიმისთვის, რომლისთვისაც სიცრუესა და დარღვევებზე პასუხის მოთხოვნას ვეღარავინ გაბედავს. 

საუბარია ე.წ. "უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტზე", რომლის დამტკიცების შემთხვევაში საქართველო სულ უფრო მეტად დაუბრუნდება წარსულს, სადაც სხვა ბევრ მანკიერ მხარესთან ერთად, ქალებს ამჟამად არსებული შესაძლებლობებით სარგებლობა შეეზღუდებათ. რადგან, 

ინფორმაციის და მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან: 


•    ძალადობაგამოვლილი ქალები;
•    დასაქმებული ქალები;
•    მიგრანტი ქალები;
•    ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები;
•    მარტოხელა დედები;
•    რეგიონებში მცხოვრები ქალები;
•    ომით დაზარალებული ქალები;
•    ხანდაზმული ქალები;
•    შშმ ბავშვების მშობლები.

აღნიშნული კანონპროექტი მიმართული იყო სწორედ იმ ორგანიზაციებისა და ჯგუფების ლიკვიდაციისკენ, რომლებმაც 2010 წლიდან 8 მარტს კომუნისტური დღესასწაულის სტატუსი ჩამოხსნეს და მას რეალური, ფემინისტური დტვირთვა დაუბრუნეს. 
ისტორიული წყაროების ერთი ნაწილის თანახმად, ეს დღესასწაული უკავშირდება 1857 წლის 8 მარტის ნიუ იორკის საფეიქრო მრეწველობის მუშა ქალების გაფიცვას. ხოლო მეორე - კოპენჰაგენში 1910 წელს გამართულ ქალთა კონფერენციასა და გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის სახელს. ამ ორიდან კი არცერთს არაფერი აქვს საერთო იმ კომუნისტურ დღესასწაულთან, რომელიც ხელს უშლიდა ამ თარიღის ქალთა უფლებებთან დაკავშირებას. 

მაგალითად, 1935 წლიდან აქტიურად იწერებოდა გამოცემებში, რომ ქალთა თანასწორობა საბჭოთა კავშირში მიღწეულია. ამის საილუსტრაციოდ ნაჩვენები იყო გამოჩენილი ტრაქტორისტი ქალები, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროში დაწინაურებული ქალები, თუმცა, 8 მარტის სტატიების მთავარი თემა არა ქალთა უფლებები, არამედ კლასობრივი ბრძოლა და რევოლუცია იყო.

რა ხდება დღეს?

საბედნიეროდ, მრავალი უფლებადამცველი ჯგუფისა თუ ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევით საქართველოში ამ თარიღმა რეალისტური მნიშვნელობა აღიდგინა და ბოლო 13 წლის განმავლობაში ყოველწლიურად, სხვადასხვა ლოზუნგით აღინიშნება, მათ შორის საუბარია ქალთა საჭიროებებზე, გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრაზე, შინ შრომის შემსუბუქებასა და ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვაზე და ა.შ. 

2023 წლის 8 მარტს ქალებს და უფლებადამცველებს ამ ყველაფრისთვის ბრძოლა ერთდროულად უწევთ. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. კანონპროექტი, რომელიც  თითქოს გამჭვირვალობას ეხება, თანასწორი,  თავისუფალი და განვითარებული თაობის განეიტრალებისკენ იყო მიმართული. 

ეს კანონპროექტი გულისხმობს პირად სივრცეში შეჭრას და ტოტალური კონტროლით მოქალაქეებისთვის საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე წვდომის შეზღუდვას.

მმართველი გუნდის აღნიშნულ მცდელობას აქტიურად ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის ქალთა გაერთიანებები, რომლებსაც თანასწორ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ. 

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ბოლო ამბები
კაფე „მზიურის” შენობის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება

კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს

სრულად 
ოპოზიციონერი ქალები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს იწყებენ

ქალი პარლამენტარების მრავალპარტიულ ჯგუფში შედიან: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ოპოზიციონერი ქალები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს იწყებენ

ქალი პარლამენტარების მრავალპარტიულ ჯგუფში შედიან: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი

სრულად 
ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატმა ქალმა, ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა

ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში ანტრეპრენიორმა, ბიზნესმენმა ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა. ის თანამდებობაზე აწ უკვე ისლანდიის ყოფილ პრეზიდენტს გუდნი იოჰანესსონს შეცვლის

სრულად 
მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმია 

ისტორიულ არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოშობით ებრაელი და პროფესიით კლიმატოლოგი, მეხიკოს ყოფილი მერი კლაუდია შეინბაუმი გახდა

სრულად